
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი 29, 30, 31 მაისს გიწვევთ საჯარო ლექციაზე, რომელსაც წაიკითხავს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) პროფესორი დონ კალბი თემაზე: მოდერნულობა და რელაციონალური ონტოლოგიები: ღირებულების, შრომის და „ხალხის“ ანთროპოლოგია.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება მნიშვნელოვანი რელაციონალური ონტოლოგიები. რელაციონალური რეალიზმი არის ის, რაც შეიძლება დაგვეხმაროს ისტორიის, ბიოგრაფიის, საზოგადოების და პოლიტიკის თანამედროვე განმანათლებლობის გასაგებად. პირველი ლექცია იქნება თეორიული ხასიათს და შესავალი. მეორე ლექცია ფოკუსირებული იქნება პოპულიზმისა და ნაციონალიზმის პრობლემაზე ამჟამინდელი ევროპული კონიუნქტურის კონტექსტში. მესამე ლექცია დაეთმობა კლასის და ღირებულებისა და ღირებულებას-მოკლებულის პოპულარულ გამოცდილებას.
ილუსტრაციები მოყვანილი იქნება პროფ. კალბის მიერ ევროპაში ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევებიდან და სხვა შრომებიდან.
ლექციების ჩატარდება:
29 მაისი 16:00
30 მაისი 16:00
31 მაისი 16:00
ჭავჭავაძის 32, ა 101 აუდიტორია
ლექცია ჩატარდება თანმიმდევრული ქართული თარგმანით.
[wpai_display_imported_files_here]