
31 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” გაიმართება არაქართულენოვანი საბავშვო ბაღებისთვის ახალი სახელმძღვანელოს “ქართული ენა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის” პრეზენტაცია, რომლის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
პუბლიკაცია მოიცავს: ბავშვის სამუშაო რვეულსა და ალბომს, ასევე, აღმზრდელის მეთოდურ სახელმძღვანელოს დამხმარე აუდიომასალით.
სახელმძღვანელო მომზადდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინაციით) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით პროგრამის ”ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში”, პროექტის ქვეპროგრამის ”სკოლამდელი განათლების პოლიტიკის გატარება საქართველოში ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის” ფარგლებში.
[wpai_display_imported_files_here]