
24 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება ცნობილი ინგლისელი პიანისტის, კომპოზიტორისა და დირიჟორის, მაიკლვარდის, საჯარო ლექცია.
ლექციის თემაა: „აფრიკული მუსიკა – სუბსაჰარის მუსიკის მოკლე მიმოხილვა“.
ლექციის ენა: ინგლისური
დრო: 24 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]