2 ოქტომბერს, 14:00-17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „საქართველო ვატიკანის არქივებში“.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 2 ოქტომბერი, 14:00-17:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.