
23 ივნისს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება ამერიკელი დრამატურგის, იუჯინ ო’ნილის პიესების კითხვა. პიესები ინგლისური ენიდან თარგმნეს ილიაუნის სტუდენტებმა, რომლებიც გადიოდნენ სასწავლო კურსს – “დრამატული ნაწარმოების თარგმნის თეორია და პრაქტიკა”.
კურსის ფარგლებში სრულყოფილად ითარგმნა 5 პიესა, თუმცა ხვალ წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ორი, კერძოდ: “ქსელი” და “ხანგრძლივი მოგზაურობა შინისაკენ”.
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]