
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული – საქართველო 2015.
კვირეულის ფარგლებში, 10 -17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება STEM ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის.
ღია კარის დღეზე თქვენ გელოდებათ საინტერესო შემეცნებითი პროგრამა, რომელიც მომავალი პროფესიის არჩევაში დაგეხმარებათ. გადმოგეცემათ ილიაუნის სიმბოლიკიანი სუვენირები.
ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 7 ნოემბრისა.
STEM ღია კარის დღის განრიგი
ღია კარის დღეზე დასწრების რეგისტრირებულ მსურველებს დავუკავშირდებით და შევატყობინებთ ღია კარის დღის ჩატარების დროს და დეტალებს.
[wpai_display_imported_files_here]