
26 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე.
პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები დაინტერესებულ სტუდენტებს დეტალურად გააცნობენ ადიქციის მეცნიერებისა და პრაქტიკის დარგში სამაგისტრო საფეხურზე განათლების მიღების შესაძლებლობებს.
შეხვედრა ჰიბრიდულად გაიმართება. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ, დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და პროგრამის წარმომადგენლებისგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია.
ფორმატი: ჰიბრიდული (ფიზიკური დასწრება და ონლაინტრანსლაცია ილიაუნის ფეისბუკგვერდზე)
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 26 ივნისი, 18:00-19:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსის პირველი სართული, ღია სივრცე, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.