Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

დეკემბერი 2, 2016 / 10:00

2 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გამართავს დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მომუშავე მრავალი მკვლევარი და პრაქტიკოსი ფსიქოლოგი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეეხება განწყობის თეორიას, პიროვნების, სოციალურ, განათლებისა და კლინიკურ ფსიქოლოგიას.

მოხსენებებთან ერთად მოეწყობა პოსტერების სესიაც.

კონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, პირველი, საერთო სესიის შემდეგ კი სესიები ორად გაიყოფა და გაგრძელდება E301 და E207აუდიტორიებში.

დრო: 2 დეკემბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 2, 2016
Time:
10:00
Event Category:
Event Tags: