Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დავით თარხნიშვილის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ფოთი, 16 ივნისი

მაისი 29, 2019 / 13:43

16 ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ფოთში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით თარხნიშვილი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

დავით თარხნიშვილის შესახებ

დავით თარხნიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანია. ის ასევე ხელმძღვანელობს ეკოლოგიის ინსტიტუტს. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი.

დავით თარხნიშვილის სამეცნიერო ინტერესი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ევოლუციური ბიოლოგია, სახეობათა წარმოშობა, პოპულაციური ეკოლოგია და გენეტიკა, ბიოგეოგრაფია და ა.შ.

დრო: 13:00 საათი, 16 ივნისი

ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 29, 2019
Time:
13:43
Event Category:
Event Tags: