Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ADS Georgia – Leavingstone-ის კვირეული

დეკემბერი 14, 2017 / 16:30

27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი “ADS GEORGIA”.

პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან.

11-17 დეკემბერს გაიმართება სააგენტო Leavingstone-ის კვირეული. კომპანია ბაზარზე გამოვიდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა 100-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება, მათ შორისაა: Cannes Lions, Eurobest, London international awards… ლივინგსტონის ძირითადი მიმართულებებია: დიზაინი, ვებმობაილ დეველოპმენტი, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული მედია.

კვირეულის ფარგლებში მეორე შეხვედრა ჩატარდება 14 დეკემბერს, ხუთშაბათს; ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი და ტრადიციების ფუძემდებელი გიორგი ავალიანი ისაუბრებს თემაზე „კულტურის მნიშვნელობა კრეატიულ პროცესში“.

დრო: 14 დეკემბერი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Leavingston-ის განხორციელებული პროექტები:

მეტი ინფორმაციის მისაღებად გაწევრიანდით ჯგუფში: https://goo.gl/9eqECD

პროექტის პარტნიორია Hegemon

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 14, 2017
Time:
16:30
Event Category:
Event Tags: