
9 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის მიერ გამოცხადებული სტუდენტური კონკურსის – ადმინისტრაციული F კორპუსის წინ მდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – დაჯილდოების ცერემონიალი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებისაგან შემდგარი ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომელთაგან პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა საგზური ყაზბეგში.
დრო: 9 ივლისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]