
17 სექტემბერს, 10:30 საათზე, „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრის მე-5 პავილიონში გაიმართება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის – 2016 წლის საუკეთესო მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფი – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გამარჯვებულები 6 სექტემბერს გამოავლინა და ნომინაციაში „2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი“ გამარჯვებულად გამოაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი და მოლეკულური და ტრანსლაციური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, ივანე აბიათარი. ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, ივანე აბიათარის, ძირითად კვლევითი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ონკოლოგია; მას მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები აქვს კიბოს ნერვული გზით გავრცელების ფენომენის შესწავლაში.
დრო: 17 სექტემბერი, 10:30 საათი
ადგილმდებარეობა: „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრის მე-5 პავილიონი (ა. წერეთლის გამზ. #118)
[wpai_display_imported_files_here]