Loading Events

« All Events

  • This event has passed.

2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ივანე აბიათარი დასახელდა

სექტემბერი 17, 2016 / 10:30

17 სექტემბერს, 10:30 საათზე, „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრის მე-5 პავილიონში გაიმართება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის – 2016 წლის საუკეთესო მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფი – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გამარჯვებულები 6 სექტემბერს გამოავლინა და ნომინაციაში „2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი“ გამარჯვებულად გამოაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი და მოლეკულური და ტრანსლაციური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, ივანე აბიათარი. ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, ივანე აბიათარის, ძირითად კვლევითი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ონკოლოგია; მას მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები აქვს კიბოს ნერვული გზით გავრცელების ფენომენის შესწავლაში.

დრო: 17 სექტემბერი, 10:30 საათი

ადგილმდებარეობა: „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრის მე-5 პავილიონი (ა. წერეთლის გამზ. #118)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 17, 2016
Time:
10:30
Event Category:
Event Tags: