-

12-13 ივნისს „დებატები ევროპაზე – თბილისი 2026“ თბილისში იწვევს ცნობილ მწერლებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ჟურნალისტებს თავისუფლების, ისტორიისა და დემოკრატიის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის. რა გამოწვევების წინაშეა დღეს ევროპა საქართველოს გადმოსახედიდან? დღეს ევროპაში ძნელად მოიძებნება სხვა ქალაქი, სადაც ევროპულ ღირებულებებს, მათ შორის დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და პირად თავისუფლებას, ასე მძაფრად ესხმოდნენ თავს და ამავე დროს ასე მტკიცედ იცავდნენ, როგორც თბილისში. 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველო იქცა ავტორიტარულ და დემოკრატიულ ძალებს შორის უწყვეტი დაპირისპირების სივრცედ, სადაც ევროპის სახელი და იდეა მუდმივი ბრძოლისა და დავის საგანია. ამ ვითარებაში „დებატები ევროპაზე“ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოლიდარობა გამოხატოს იმ ადამიანებისა და ინსტიტუციების – მწერლების, გამომცემლების, ჟურნალისტების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების – მიმართ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს იცავენ. 12-13 ივნისს თბილისი ევროპის ხელახლა გააზრების მნიშვნელოვან სივრცედ იქცევა. საქართველოში, ევროპის ხშირად უგულებელყოფილ ზღვარზე, დებატების დროს, ლექციებსა და შეხვედრებზე წამყვანი მოაზროვნეები იმსჯელებენ ისტორიის, თავისუფლებისა და ევროპის მომავლის შესახებ. უცხოელი პროფესიონალები ქართველ კოლეგებთან ერთად გამართავენ დისკუსიებს, განიხილავენ იმ იდეებსა და ღირებულებებს, რომლებმაც ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ევროპა ჩამოაყალიბა და იმსჯელებენ, რა როლი ჰქონდა და დღესაც აქვს საქართველოს ევროპის წარსულში, აწმყოსა და მომავალში. 12 ივნისი | საჯარო დისკუსიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისასალმებელი სიტყვები ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზანე რუნგულე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საქმეთა დროებითი რწმუნებული კარლ ჰენრიკ ფრედრიკსონი, პროგრამის „დებატები ევროპაზე“ დირექტორი (შვედეთი/ავსტრია) პანელური დისკუსია „ფიქრი, საუბარი და წერა ზეწოლის ქვეშ – აკადემიური თავისუფლება“ კარლ შლიოგელის მთავარი მოხსენება „ევროპის ისტორიისა და დღევანდელობის ახლებური გააზრება“ პანელური დისკუსია „ამბის დეცენტრალიზაცია, ისტორიის ხელახლა დაწერა“ 13 ივნისი თბილისის მიმართვა ევროპას – მიხალ ჰვორეცკის საჯარო გამოსვლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე. „დებატები ევროპაზე“ 2012 წლიდან, დაარსებიდან, სტუმრობდა ისეთ ქვეყნებს, სადაც ევროპის იდეა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და გამოწვევის წინაშე დგას. საერთაშორისო სადისკუსიო ფორუმებზე განიხილავს ევროპის დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს და ხელს უწყობს კულტურულ და სოციალურ თემებზე თავისუფალ და ღია დებატებს. 2026 წელს დებატებს თბილისი მასპინძლობს. ორგანიზატორები და მხარდამჭერები: ს. ფიშერის ფონდი, გერმანული ენისა და კულტურის აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრი, საქართველოს წიგნის ასოციაცია, საქართველოს პენცენტრი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში, შვედეთის საელჩო საქართველოში, SCEEUS, გოტფრიდ მიხელმანის ფონდი, დასავლეთ-აღმოსავლეთის შეხვედრების ფონდი, Treuhand, Voxeurop დეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური დრო: 12-13 ივნისი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია. მედია აკრედიტაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/EMhSXAeJCjSTizvBA