
11 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი განაახლებს შეხვედრების ციკლს – პოეზია და რეციტაცია.
პირველ შეხვედრაზე მომხსენებელი, მოწვეულ სტუმართან, მწერალ ლაშა ბუღაძესთან, ერთად ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები, დრამა და მისტერიები, არისტოტელე და ხელოვნების ფილოსოფია, პოეზია და დრამატურგია.
დრო: 11 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]