6 აპრილი, 2016

„რამდენიმე კარგი ბიჭი“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია სამართლის სკოლაში

აპრილი 6, 2016 / 17:30

6 აპრილს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლისა და კლუბ „სტუდენტური სასამართლოს“ ორგანიზებით, გაიმართება იურიდიულ თემატიკაზე შექმნილი ფილმის –  „რამდენიმე კარგი ბიჭი“ – ჩვენება. ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელსაც გაუძღვებიან სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორები.

დრო: 6 აპრილი, 17:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]