20 ნოემბერი, 2015

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან

ნოემბერი 20, 2015 / 14:00
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან. შეხვედრას გაუძღვებიან ნატოლინის (პოლონეთი, ვარშავა) უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ნატოლინის სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესახებ.

აღნიშნული ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიმართულებებით.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ან თანდართული ფაილი.

დრო: 20 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]