Loading Events

« All Events

  • This event has passed.

“ფინეთის ისტორია” – ჰენრიკ მეინანდერის წიგნის პრეზენტაცია

მაისი 21, 2015 / 17:00

21 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ცნობილი ფინელი ისტორიკოსის, ჰენრიკ მეინანდერის, წიგნის – “ფინეთის ისტორია” – პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ფინეთის ათასწლიანი ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს. იგი უკვე მრავალ ენაზეა თარგმნილი და ახლა ქართულადაც გამოიცა.

“ფინეთის ისტორიის” ქართულად თარგმნის მნიშვნელობაზე, ფინეთისა და საქართველოს ისტორიის პარალელებზე ისაუბრებენ თავად წიგნის ავტორი – ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰენრიკმეინანდერი, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლაშა ბაქრაძე.

წიგნისა და ავტორის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

დრო: 21 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 21, 2015
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: