23 ოქტომბერი, 2026

შეხვედრა იოკოძუნა ჰაკუჰოსთან

ოქტომბერი 23, 2026 / 15:00 - 17:00

23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება შეხვედრა სუმოს ლეგენდასთან, იოკოძუნო ჰაკუჰოსთან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან სუმომანთა კლუბი, საქართველოს სუმოს ფედერაცია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიებაზე წარადგენენ ბექა ხოჯავას წიგნებს ჰაკუჰოს შესახებ.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ კითხვარი. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც რეგისტრაციას პირველები გაივლიან. დარეგისტრირებულ პირებს სუმომანთა კლუბის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან და გაუგზავნიან მოსაწვევებს.

შეხვედრის სარეგისტრაციო ბმული.

დრო: 23 ოქტომბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N45