25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება საჯარო შეხვედრა „რა აძლიერებს მომავალს? რობოტიზებული წარმოება და მონაცემთა ცენტრები“. ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორიის მიერ ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის საგრანტო კონკურსის (EIT HEI) გამარჯვებული პროექტის ELICIA ფარგლებში.
შეხვედრა ეწყობა საქართველოს რობოტიკის ასოციაციასა და Tech Crush-თან თანამშრომლობით.
გამომსვლელები ისაუბრებენ რობოტიზებულ წარმოებასა და მონაცემთა ცენტრებზე, სფეროებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებაში. განიხილავენ, როგორ იქმნება პროდუქტები და როგორ მუშაობს ციფრული სამყარო.
თამარ მახარაშვილი, EMC პროექტირების ინჟინერი Google-ში, წაიკითხავს მოხსენებას „მონაცემთა ცენტრების განვითარება“.
ჰეიდენ ნილსენი, Tesla-ს უფროსი ტექნიკური პროგრამების მენეჯერი, ისაუბრებს თემაზე: „წარმოების რობოტიზაცია“.
შეხვედრის მიზანია საქართველოს ტექნოლოგიური საზოგადოების დაკავშირება საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებთან და მონაწილეებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ პრაქტიკული ცოდნის, რეალური გამოცდილებისა და ინდუსტრიის ხედვების გაზიარება.
დამსწრეებს შეუძლიათ ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან შეკითხვები.
მონაწილეობა და რეგისტრაცია
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას შეხვედრის შესახებ.
რეგისტრაციის ბმული: https://luma.com/8zquofwu
თუ რეგისტრაციის შემდეგ ღონისძიებაზე დასწრებას ვეღარ შეძლებთ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ მინიმუმ 3 დღით ადრე, რათა თქვენი ადგილი სხვა მსურველს დავუთმოთ.
პროექტ ELICIA-ს შესახებ
პროექტის მიზანია უნივერსიტეტებში ტექნოლოგიური კულტურის განვითარება, ტექნოლოგიების ინტეგრაცია და დისციპლინათშორისი თანამშრომლობა, რაც განათლების, მეცნიერებისა და ინდუსტრიის ურთიერთკავშირს კიდევ უფრო აძლიერებს.
პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორია, სადაც სტუდენტები, მკვლევრები და ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობენ პრაქტიკულ პროექტებზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 25 ოქტომბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32