პროფესორ ევა ორტმანის საჯარო ლექცია „ნუჯუმ ალ-ულუმი“: დეკანში შექმნილი ენციკლოპედიის თარგმანი და კომპილაცია“

ოქტომბერი 19, 2026 / 16:00 - 18:00

19 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას საელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში პროფესორი ევა ორტმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ნუჯუმ ალ-ულუმი“: დეკანში შექმნილი ენციკლოპედიის თარგმანი და კომპილაცია“.

„ნუჯუმ ალ-ულუმი“ ენციკლოპედიური ხასიათის ტექსტია, რომელიც ადილ-შაჰების ეპოქაში, სავარაუდოდ, ალი ადილ-შაჰის (მმართველობდა 1557-1579 წლებში) ან მისი კარის რომელიმე წარმომადგენელმა შეადგინა. ნაშრომი ცოდნის გადაცემის თვალსაჩინო ნიმუშია, რადგან ის მრავალი წყაროდან აღებულ ინფორმაციას უყრის თავს და ინდურ, არაბულ-ისლამურ და სხვა ტრადიციებს ერთ ყოვლისმომცველ თხზულებაში აერთიანებს. როგორც ჩანს, მმართველის მიზანი იყო, დეკანის ზეგანზე არსებული საუკეთესო ცოდნა ერთ წიგნში მოექცია.

მომხსენებელი მოკლედ მიმოიხილავს „ნუჯუმ ალ-ულუმსა“ და მისი შექმნის ისტორიულ კონტექსტს, შემდეგ კი გაანალიზებს ტექსტის შედგენის პროცესს, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ისლამური და ინდური ცოდნის სინთეზზე. პრეზენტაციის ცენტრალური თემა ენციკლოპედიის ასტრონომიული და ასტროლოგიური ნაწილი იქნება.

ევა ორტმანი გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორია. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მოგოლთა იმპერიასთან დაკავშირებულ საკითხებს, მეცნიერების ისტორიას  (ასტრალურ მეცნიერებებსა და მათემატიკას, ოკულტურ მეცნიერებებს), ასევე ინდურ-სპარსული ცოდნისა და კულტურის ტრანსფერს.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 19 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N3

დასწრება თავისუფალია.