Loading Events

« All Events

ფილოსოფიური სემინარი – თამაზ თოხაძის მოხსენება „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“

მაისი 7 / 16:00 - 17:00

7 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი თამაზ თოხაძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“.

პოლარიზაცია, ფართო გაგებით, გულისხმობს ჯგუფებს შორის პოზიციათა მკვეთრ დაშორებას. მოხსენებაში მკვლევარი პოლარიზაციას ძირითადად განიხილავს ფაქტობრივი საკითხების ირგვლივ, მაგალითად, ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორებიცაა რწმენები ვაქცინაციის ეფექტიანობის შესახებ ან ლაიმის დაავადების მკურნალობის მეთოდები.

მოხსენების პირველ ნაწილში განხილული იქნება რამდენიმე თეორიული და კომპუტაციური მოდელი, რომლებიც აჩვენებს, რომ პოლარიზაცია შესაძლოა წარმოიშვას ისეთ ჯგუფებშიც კი, რომელთა წევრებიც ეპისტემურად გონიერი აგენტები არიან. შესაბამისად, პოლარიზაციას ყოველთვის ინდივიდუალური ირაციონალურობა არ იწვევს. დასკვნით ნაწილში განხილული იქნება, რა ტიპის ინსტიტუციურმა მოწყობამ შეიძლება დააზღვიოს საზოგადოება და მეცნიერება მსგავსი პოლარიზაციისგან.

დრო: 7 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.

2026