
21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ილიაუნის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის გაიმართება ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.
მონაწილეობის მსურველებმა 19 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ ელფოსტაზე goga.chipchiuri@iliauni.edu.ge გუნდის ექვსივე წევრის მონაცემები (სახელი, გვარი, მობილური ნომერი).
დრო: 21 დეკემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32