
8 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში გაიმართება ღონისძიება ”გენდერული ძალადობა”, სადაც ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის “GYMU”-ს და სტუდენტ მედიკოსთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის “IFMSA”-ს პრეზენტაცია.
პრეზენტაციების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის სამსახურიდან მოწვეული ტრენერი წაიკითხავს ლექცია-სემინარს გენდერულ თანასწორობასა და ძალადობაზე და გაიმართება დისკუსიები. ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნება ფილმი თემატიკით გენდერულ ძალადობაზე.
[wpai_display_imported_files_here]