Loading Events

« All Events

  • This event has passed.

აჭარის ფაუნის რეესტრი და ნუსხა

თებერვალი 20, 2012 / 17:46

24 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 – ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) ჩატარდება კონფერენცია,  რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები: აჭარის ფაუნის რეესტრი და ნუსხა, მისი გამოქვეყნებული და ელექტრონული ვარიანტი. მოხსენებებში ყურადღება მიექცევა პროექტის როგორც გამოყენებით, ასევე მის სამეცნიერო მნიშვნელობას. ასახული იქნება მისი სამომავალო პერსპექტივები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონალური რეესტრის შექმნის საქმეში. გაშუქებულ იქნება სამეცნიერო შედეგები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოველთა ბიომრავალფეროვნების, მისი დაცვისა და თეთრი ლაქების აღმოფხვრისათვის. საუბარი იქნება აჭარის ფაუნის რეესტრის გამოყენების შესაძლებლობაზე ეკოტურიზმის განვითარების საქმეში.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
თებერვალი 20, 2012
Time:
17:46
Event Category:
Event Tags: