24 ნოემბერი, 2011

შვეიცარია როგორც განსაკუთრებული შემთხვევა

ნოემბერი 24, 2011 / 10:17

28 ნოემბერს დიპლომატი და მეცნიერი, პოლ ვიდმერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა.

17:30 საათზე პაულ ვიდმერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”შვეიცარიის შემთხვევა: დემოკრატია და ნეიტრალიტეტი”. (მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის 32, აუდიტორია 101).

19:00 საათზე, ლექციის შემდეგ მოეწყობა პაულ ვიდმერის წიგნის: “შვეიცარია, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა” ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნში გაანალიზებულია შვეიცარიის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ისტორია, რათა პასუხი გაეცეს კითხვებს- რითია  შვეიცარია უნიკალური? რა არის იდეა, რომელსაც ის წარმოადგენს? (მისამართი: ჭავჭავაძის 32, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსი”).

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]