
22-25 სექტემბერს წილისყრის შედეგად, საწყალოსნო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2011 წლის კლუბებს შორის ევროპის თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდი ჩატარდება თბილისში საწყალოსნო კომპლექს ”ოლიმპიკის” ბაზაზე. წილისყრა გაიმართა 2011 წლის 8 აგვისტოს იტალიის ქალაქ აჩირიალში.
საქართველოს წლევანდელი გათამაშების ჩემპიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთის კლუბი საქართველოს წარმოადგენს „ლიგამუს-თბილისის“ სახელით. ჩვენი კონკურენტები იქნებიან ისეთი ცნობილი კლუბები, როგორებიცაა: „ჰონვედი“ (ბუდაპეშტი), „ოლიმპიკი“ (ნიცა), „სანკტ-პეტერბურგი“ (რუსეთი), „დე ჟილ ლეიდენი“ (ჰოლანდია) და „მედვესჩაკი“ (ხორვატია).
Honved Groupama BUDAPEST (HUN)
Olympic NICE (FRA)
St PETERSBURG (RUS)
De Zijl LEIDEN (NED)
VK Medvescak (CRO)
[wpai_display_imported_files_here]