
21 ივლისს 17:30 სთ-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32,) TEMPUS-ის პროექტის “ახალი საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის” საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე “ციფრული ობიექტების გრძელვადიანი დაცვა”.
ლექციაზე განხილული იქნება ციფრული ბიბლიოთეკების განვითარების სხვადასხვა ასპექტი: ტექსტური, აუდიო, ვიდეო მონაცემთა საძიებო სისტემები, ციფრული ობიექტების შენახვა, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემის შექმნა.
ლექციას ჩაატარებს ვიტორე კასაროსა, პიზის უნივერსიტეტის ელექტრონულ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი.
ლექცია უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანით.
[wpai_display_imported_files_here]