
13 აპრილს, 16.00 საათზე, 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32, ”A” კორპუსი) კომპანია “42 გრადუსი” მართავს პრეზენტაციას სტუდენტებისთვის. ეს კომპანია 3 წელია მოღვაწეობს გრაფიკული და ვებ-დიზაინის სფეროში და ეძებს ახალგაზრდებს, რომლებიც მათთან 2-3 თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. პრეზენტაციის შემდეგ პრეზენტატორები უპასუხებენ სტუდენტების შეკითხვებს. თუ რომელიმე სტუდენტს უკვე აქვს აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია თან ჰქონდეს ნამუშევარი.
[wpai_display_imported_files_here]