7-8 ივლისს ქალაქ ჰესენში (გერმანია) რურის საუნივერსიტეტო ალიანსის (University Alliance Ruhr) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება ორდღიანი კონფერენცია: „აკადემიური თავისუფლების შენარჩუნება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური თანამშრომლობა გერმანიასთან“. კონფერენციის მიზანია ქართველი და გერმანელი აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა და ინსტიტუციური პარტნიორების მიერ აკადემიური თავისუფლების საკითხებისა და საქართველოს უმაღლესი განათლების მხარდაჭერის […]
7 ივლისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. კონფერენციაზე იმუშავებს ორი სექცია, ერთი – ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამების, მეორე – სოციალური მეცნიერებების პროგრამების მიმართულებით. თითოეული მოხსენებისთვის განკუთვნილია 10 წუთი, კითხვა-პასუხისთვის – 5 წუთი. დღის წესრიგი 11:00-11:15 სთ. – რეგისტრაცია და […]
7 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი თათული დუშუაშვილი დაიცავს სამეცნიერო ნაშრომს „მშენებლობის სექტორის ფინანსური მდგრადობის შეფასება საქართველოს მაგალითზე“. სამუშაო ენა: ქართული დრო: 7 ივლისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 დასწრება თავისუფალია.
8 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი თორნიკე გოგინაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „თომა აქვინელის კომენტარები არისტოტელეს ნაშრომზე “Peri hermeneias” და მათი შედარებითი კვლევა კომენტარების ქართულენოვან ვერსიასთან“ (“Thomas Aquinas’s Commentary on Aristotle’s Peri Hermeneias and a Comparative Study of the Georgian Translation of the Commentary”). სამეცნიერო […]
11 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევოლუციის მექანიზმები: გენებიდან ეკოსისტემებამდე“. მონაწილეობის პირობები დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ნაშრომის აბსტრაქტი არაუმეტეს 4 გვერდისა და მიუთითონ სახელი და გვარი. მასალები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: irma.chkheidze@iliauni.edu.ge აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადა: 3 ივლისი თითოეულ მომხსენებელს ნაშრომის წარსადგენად დაეთმობა 10-15 წუთი. კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით irma.chkheidze@iliauni.edu.ge irina.agekiani.1@iliauni.edu.ge