15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, კუალა-ლუმპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (მალაიზია) ისლამური მეცნიერებისა და ცივილიზაციის კვლევის ცენტრის პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო, მისი ისტორია და კულტურა“. ანოტაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, მალაური სამყაროს ჩათვლით, ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია. უძველესი დროიდან ცნობილი რეგიონი […]
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „გრავიტაციულ ტალღებში დანახული ადრეული სამყარო“. თემის მოკლე მიმოხილვა გრავიტაციული ტალღები საშუალებას იძლევა, დავაკვირდეთ ადრეული სამყაროს ისეთ მაღალ ენერგიებზე, რომელთა მიღწევა დედამიწის პირობებში შეუძლებელია (რამდენიმე თანრიგით აღემატება დიდ ჰადრონულ ამაჩქარებელზე CERN მიღწეულ ენერგიებს), დროის იმ პერიოდში, როდესაც სამყაროს შესწავლა შეუძლებელია ელექტრომაგნიტური […]
15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი დიონისე მურელატოსი (ათენი, საბერძნეთი) ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“. საბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აქტუალური გახდა „ეროვნული უწყვეტობის“ საკითხი, რომელსაც სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ. ათენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კ. პაპარიგოპულოსმა XIX საუკუნის შუა ხანებში პირველად ჩამოაყალიბა იდეები ახალგაზრდა […]
16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (S501 აუდიტორია) იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა იტალიის ელჩთან საქართველოში მასიმილიანო დ`ანტუონოსთან. პროფესორი ნოდარ ლადარია წაიკითხავს ლექციას: „იტალიური წიგნი – ბიოგრაფიულ-ისტორიული მიმოხილვა“. სიტყვით გამოვლენ პედაგოგები: მანანა სიფრაშვილი, ნანა ლომია, ნინო ჩიკვილაძე, თინა ცაგარეიშვილი. სამუშაო ენა: იტალიური დრო: 16 ოქტომბერი, 12:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
16 ოქტომბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და კინოკლუბი ყვარლის ევროკლუბთან თანამშრომლობით გამართავს ფილმის „ათასი ჭრილობა“ ჩვენებასა და დისკუსიას. ფილმის ჩვენების შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრ კუბერნატთან გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სიტყვით გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს საინფორმაციო ომსა და […]
16 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პარაკლიტონის“ პრეზენტაცია (იხ., http://manuscript.iliauni.edu.ge/). ირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს, კერძოდ, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO), რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერი, […]
17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან. ნატოლინის (პოლონეთი, ვარშავა) უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები დამსწრეთ გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას ნატოლინის სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიება საინტერესო იქნება პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიმართულებებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. ევროპის კოლეჯი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს […]
17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს უდიების, კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხის, შესახებ ბოლო სამ საუკუნეში შეგროვებულ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს. წიგნი იწყება უდი განმანათლებლის, მიხეილ ბეჟანოვის მე-19 საუკუნის ჩანაწერებით სოფ. ვართაშენისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. იგი აღწერს ერთი მეტად საინტერესო […]
18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აკადემიური წერის ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრისა და გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის საერთაშორისო წერის ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილება: ორი უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრებს შორის ოთხწლიანი თანამშრომლობის ისტორია, პედაგოგიური სტრატეგიები და მომავლის პერსპექტივები“. შეხვედრას გაუძღვებიან გიოტინგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო წერის […]
18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდებიან სტუდენტებს და გააცნობენ ინფორმაციას დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიებისა (ეკოლოგია, გეოლოგია, ჰიდროლოგია და სხვ.) და დასაქმების შესახებ. შეხვედრას დაესწრება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, უფროსის მოადგილე მაია […]