BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241015T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241015T170000
DTSTAMP:20260419T111006
CREATED:20241011T084924Z
LAST-MODIFIED:20241011T084924Z
UID:10005558-1729008000-1729011600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო\, მისი ისტორია და კულტურა“ – პროფესორ ტატიანა დენისოვას ლექცია
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი\, კუალა-ლუმპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (მალაიზია) ისლამური მეცნიერებისა და ცივილიზაციის კვლევის ცენტრის პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო\, მისი ისტორია და კულტურა“. \nანოტაცია \nსამხრეთ-აღმოსავლეთ აზია\, მალაური სამყაროს ჩათვლით\, ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია. უძველესი დროიდან ცნობილი რეგიონი ნახსენებია სხვადასხვა ისტორიულ წყაროში. \nმალაის არქიპელაგის ისტორიულ განვითარებაში ფუძემდებლური როლი შეასრულა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ორ უმთავრეს საზღვაო გზის გადაკვეთაზე მდებარე არქიპელაგი ინდოეთისა და ჩინეთის დიდ ბაზრებთან ყოველწლიური მუსონური ქარების სისტემებით იყო დაკავშირებული. \nმალაის არქიპელაგის ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მისი მდიდარი ბუნებრივი და მინერალური რესურსები\, რაც ქმნიდა გასაყიდი თუ გასაცვლელი პროდუქტების მრავალფეროვნებას. \nრეგიონის მთავარი მახასიათებელია მისი მრავალეროვნული და მულტიკულტურული ხასიათი. მას დიდი ხნის წინ ეწოდა ღია სამყარო. „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ გახდა ამ ცივილიზაციის მთავარი პრინციპი და მამოძრავებელი ძალა. მთავარი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარე მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი\, მალაური სამყარო\, იქცა სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის – ინდურის\, ჩინურის\, მუსლიმურის\, ევროპულისა და მალაურის – შერწყმის ადგილად. \nრეგიონის ღიაობა და მრავალფეროვნება ასახულია მალაელთა ისტორიასა და წერილობით მემკვიდრეობაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erthianoba-mravalpherovnebashi-malauri-samqharo-misi-istoria-da-kultura-prophesor-tatiana-denisovas-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/akhali-web-metsn-khel.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241015T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241015T180000
DTSTAMP:20260419T111006
CREATED:20240925T100603Z
LAST-MODIFIED:20241009T061411Z
UID:10005535-1729011600-1729015200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„გრავიტაციულ ტალღებში დანახული ადრეული სამყარო“ – პროფესორ თინათინ კახნიაშვილის მოხსენება
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „გრავიტაციულ ტალღებში დანახული ადრეული სამყარო“. \nთემის მოკლე მიმოხილვა \nგრავიტაციული ტალღები საშუალებას იძლევა\, დავაკვირდეთ ადრეული სამყაროს ისეთ მაღალ ენერგიებზე\, რომელთა მიღწევა დედამიწის პირობებში შეუძლებელია (რამდენიმე თანრიგით აღემატება დიდ ჰადრონულ ამაჩქარებელზე CERN მიღწეულ ენერგიებს)\, დროის იმ პერიოდში\, როდესაც სამყაროს შესწავლა შეუძლებელია ელექტრომაგნიტური გამოსხივების დიაპაზონში (რადიო\, ინფრაწითელი\, ხილული\, მიკროტალღოვანი\, რენტგენის\, ულტრაიისფერი და გამა გამოსხივებები). მომხსენებელი ისაუბრებს გრავიტაციული ტალღების შესაძლებლობასა და ფუნდამენტური ფიზიკის კანონების შემოწმების შესახებ. \nმომხსენებლის შესახებ \nთინათინ კახნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია ასტროფიზიკის მიმართულებით\, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრების (McWilliams Center for Cosmology\, აშშ; NORDITA\, შვედეთი; Pitt-PACC აშშ) სამეცნიერო პროექტებში. იგი არის კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული მკვლევარი პროფესორი. ამჟამად ხელმძღვანელობს NASA-ს და ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ 3 პროექტს\, მათ შორის 2024 წელს NSF-ს დაფინანსებულ Collaborative Research: Gravitational Waves as Messengers from the Early Universe-ს. \nთინათინ კახნიაშვილი მუშაობდა საერთაშორისო ცენტრების (ICTP & SISSA\, Italy\, CCPP\, NYU) მეცნიერ-მკვლევრად და აშშ-ის\, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტების (Rutgers\, Kansas State University\, Carnegie Mellon University\, Geneva University\, Laurentian University) მოწვეულ პროფესორად. \nვრცლად: https://shorturl.at/Rt6vB \nლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 15 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gravitatsiul-talghebshi-danakhuli-adreuli-samqharo-prophesor-thinathin-kakhniashvilis-mokhseneba/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/WEB-BANNER-kakhniashvili.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241015T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241015T200000
DTSTAMP:20260419T111006
CREATED:20241009T122455Z
LAST-MODIFIED:20241011T100736Z
UID:10005555-1729018800-1729022400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“ – არქეოლოგ დიონისე მურელატოსის ონლაინმოხსენება
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი დიონისე მურელატოსი (ათენი\, საბერძნეთი) ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“. \nსაბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აქტუალური გახდა „ეროვნული უწყვეტობის“ საკითხი\, რომელსაც სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ. ათენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კ. პაპარიგოპულოსმა XIX საუკუნის შუა ხანებში პირველად ჩამოაყალიბა იდეები ახალგაზრდა სახელმწიფოს იდენტობის შესახებ. მან ეროვნული ისტორიის უწყვეტობის სამმაგი სქემა შეიმუშავა (ანტიკური\, ბიზანტია და თანამედროვე საბერძნეთი). ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის ისტორიის ჩართვა „ნაციონალურ“ ნარატივში საჭიროდ მიიჩნიეს. ბიზანტიური ხელოვნების შესწავლა და მისი ჩართვა ეროვნული წარსულის აღქმაში არსებითი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით. 1919-1922 წლებში მცირე აზიაში საბერძნეთ-თურქეთის ომის შემდეგ შენარჩუნებული იყო ისტორიის ტრადიციული აღქმა. ომის შემდგომ სამყაროში\, ცივი ომის დროს\, ბიზანტიის აღქმა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ახალ ველად იქცა. \nფორმატი: ონლაინ \nJoin Zoom Meeting \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86191264222?pwd=FlaauKh9Bw5t4pZrCL9AIB6DzPcFvP.1\n\nMeeting ID: 861 9126 4222 \nPasscode: 688611 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 ოქტომბერს\, 19:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bizantiuri-dzeglebis-menejmenti-thanamedrove-saberdznethshi-xix-xx-ss-arqeolog-dionise-murelatosis-onlainmokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/murelatosi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241016T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241016T130000
DTSTAMP:20260419T111006
CREATED:20241022T080540Z
LAST-MODIFIED:20241022T080540Z
UID:10005564-1729080000-1729083600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა იტალიის ელჩთან საქართველოში მასიმილიანო დ`ანტუონოსთან
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (S501 აუდიტორია) იტალიური ენის  XXIV მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა იტალიის ელჩთან საქართველოში მასიმილიანო დ`ანტუონოსთან. \nპროფესორი ნოდარ ლადარია  წაიკითხავს ლექციას: „იტალიური წიგნი – ბიოგრაფიულ-ისტორიული მიმოხილვა“. \nსიტყვით გამოვლენ პედაგოგები: მანანა სიფრაშვილი\, ნანა ლომია\, ნინო ჩიკვილაძე\, თინა ცაგარეიშვილი. \nსამუშაო ენა: იტალიური \nდრო: 16 ოქტომბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორია\, იტალიური კულტურის ცენტრი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-italiis-elchthan-saqarthveloshi-masimiliano-d-antuonosthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/web-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241016T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241016T173000
DTSTAMP:20260419T111006
CREATED:20241009T090510Z
LAST-MODIFIED:20241009T090510Z
UID:10005554-1729096200-1729099800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილმის „ათასი ჭრილობა“ ჩვენება და შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან საქართველოში
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და კინოკლუბი ყვარლის ევროკლუბთან თანამშრომლობით გამართავს ფილმის „ათასი ჭრილობა“ ჩვენებასა და დისკუსიას. \nფილმის ჩვენების შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან\, პეტრ კუბერნატთან გაიმართება შეხვედრა\, რომელსაც სიტყვით გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. \nდოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს საინფორმაციო ომსა და ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესაზე. ის Rappler-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია\, 2019 წელს მარია რესა დააპატიმრეს „კიბერცილისწამებისთვის“ მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებების გამო. 2021 წელს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის. \nფილმი ქართულ ენაზე ევროკავშირის მხარდაჭერით ითარგმნა. \nმომხსენებლები: \n\nპეტრ კუბერნატი\, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში;\nნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;\nნიკა გურინი\, ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელი\, ილიაუნის სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.\n\nმოდერატორი − თამარ ჩხიკვაძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი \nდეტალური დღის წესრიგი: \n\n16:30 – 18:00 კინოჩვენება\n18:00 – 18:10 მისასალმებელი სიტყვა – ნინო დობორჯგინიძე\n18:10 – 18:30 დისკუსია პეტრ კუბერნატსა და ნიკა გურინთან\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 ოქტომბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philmis-athasi-tchriloba-chveneba-da-shekhvedra-chekhethis-elchthan-saqarthveloshi/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/1000_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241016T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241016T190000
DTSTAMP:20260419T111006
CREATED:20240912T095628Z
LAST-MODIFIED:20240912T095628Z
UID:10005519-1729101600-1729105200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ირინა ლობჟანიძის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პარაკლიტონის“ პრეზენტაცია (იხ.\, http://manuscript.iliauni.edu.ge/). \nირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს\, კერძოდ\, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO)\, რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერი\, პარაკლიტონი\, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების საგრანტო კონკურსის (SP-23-685) შედეგს\, MS. Wardr. d. 1 ხელნაწერის გამოცემულ ტექსტს. \nწიგნის რედაქტორები\, ნინო დობორჯგინიძე და თამაზ კოჭლამაზაშვილი\, ისაუბრებენ ქართული და საქართველოში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და კვლევაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე\, ამ მიმართულებით ილიას უნივერსიტეტში დანერგილ სასწავლო და კვლევით პროგრამებზე\, ასევე პარაკლიტონის ტექსტოლოგიურ საკითხებზე. \nშეხვედრის ბმული \nJoin Zoom Meeting ID 824 3872 2663 \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/82438722663?pwd=aRHIMmsVQNbjAmDMV0Qmbaa6uhOSNb.1\n\nPasscode: 209768 \nდრო: 16 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. N1) \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-irina-lobzhanidzis-mier-gamotsemuli-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241017T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241017T170000
DTSTAMP:20260419T111006
CREATED:20241011T111632Z
LAST-MODIFIED:20241011T111632Z
UID:10005561-1729177200-1729184400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის სტიპენდიების შესახებ
DESCRIPTION:17 ოქტომბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან. ნატოლინის (პოლონეთი\, ვარშავა) უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები დამსწრეთ გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას ნატოლინის სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ. \nღონისძიება საინტერესო იქნება პოლიტიკის მეცნიერების\, საერთაშორისო ურთიერთობების\, დიპლომატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიმართულებებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. ევროპის კოლეჯი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიას ისტორიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის\, ასევე ზოგად სტიპენდიებს ევროპის სამეზობლო ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. \nდრო: 17 ოქტომბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-evropis-kolejis-stipendiebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/sainphormatsio-shekhvedra-evropis-kolejis-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241017T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241017T200000
DTSTAMP:20260419T111006
CREATED:20241007T081712Z
LAST-MODIFIED:20241007T081712Z
UID:10005550-1729191600-1729195200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX\, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX\, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს უდიების\, კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხის\, შესახებ ბოლო სამ საუკუნეში შეგროვებულ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს. \nწიგნი იწყება უდი განმანათლებლის\, მიხეილ ბეჟანოვის მე-19 საუკუნის ჩანაწერებით  სოფ. ვართაშენისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. იგი აღწერს ერთი მეტად საინტერესო და მრავალეთნიკური კავკასიური სოფლის ყოფას\, ადგილობრივ კულტურათა ურთიერთგავლენას\, უდიურ ტრადიციებსა და თქმულებებს\, უდიურ თემში ჯერ კიდევ შემორჩენილ სხვადასხვა წეს-ჩვეულებასა თუ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენას. \nმეორე თავი ეთმობა გივი ბეჟანიშვილის მიერ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აზერბაიჯანის უდიურ დასახლებებში\, ნიჯსა და ვართაშენში\, ჩაწერილ ზეპირ ისტორიებს. \nდასკვნით ნაწილში  თავმოყრილია ჩვენს საუკუნეში ალექსანდრე ქავთარაძის მიერ სადოქტორო კვლევაზე მუშაობისას საქართველოში მცხოვრებ უდიებთან ჩაწერილი რამდენიმე ზეპირი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისის დევნის შესახებ. \nწიგნის რედაქტორი\, მთარგმნელი და შემდგენელია ალექსანდრე ქავთარაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი\, ორგანიზაცია \,\,საქართველოს უდიების“ თანადამფუძნებელი. \nკრებული გამოსცა „კავკასიურმა სახლმა“. \nკრებულს წარადგენენ ალექსანდრე ქავთარაძე და „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/krebulis-udiebi-ethnographiuli-chanatserebi-xix-xx-da-xxi-saukuneebi-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/udiebi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241018T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241018T130000
DTSTAMP:20260419T111006
CREATED:20241022T073314Z
LAST-MODIFIED:20241121T112021Z
UID:10005562-1729252800-1729256400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილება: ორი უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრებს შორის ოთხწლიანი თანამშრომლობის ისტორია\, პედაგოგიური სტრატეგიები და მომავლის პერსპექტივები“ – საჯარო შეხვედრა
DESCRIPTION:18 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, აკადემიური წერის ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრისა და გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის საერთაშორისო წერის ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილება: ორი უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრებს შორის ოთხწლიანი თანამშრომლობის ისტორია\, პედაგოგიური სტრატეგიები და მომავლის პერსპექტივები“. \nშეხვედრას გაუძღვებიან გიოტინგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო წერის ლაბორატორიის ხელმძღვანელები\, ფილოსოფიის დოქტორები – მელანი ბრინკშულტე და ელა გრისჰამერი. ისინი ისაუბრებენ აკადემიური წერის საერთაშორისო ლაბორატორიის ისტორიისა და აკადემიური წერის სწავლების თავისებურებზე\, აკადემიური წერისა და უცხო ენის სწავლების თანამედროვე გამოწვევებზე\, მათ მიერ განხორციელებულ კვლევით პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. \nმონაწილეების შესახებ \nდოქტორი მელანი ბრინკშულტე არის გიოტინგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო წერის  ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი\, გერმანისტი\, ენის სწავლა-სწავლების მკვლევარი და საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე პედაგოგი უცხო ენის სწავლების მიმართულებით. \nდოქტორი ელა გრისჰამერი\, გიოტინგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო წერის ლაბორატორიის ხელმძღვანელი\, მუშაობს გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს სოციოლინგვისტიკას\, დისკურსის კვლევასა და აკადემიური წერის სწავლების საკითხებს. \nშეხვედრის მოდერატორია ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი\, პროფესორი მაია როგავა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 ოქტომბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/partniorobis-saerthashoriso-gamotsdileba-ori-universitetis-akademiuri-tseris-tsentrebs-shoris-othkhtsliani-thanamshromlobis-istoria-pedagogiuri-strategiebi-da-momavlis-perspeqtivebi-sajaro-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/akadtsera_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241018T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241018T170000
DTSTAMP:20260419T111006
CREATED:20241011T110606Z
LAST-MODIFIED:20241011T110606Z
UID:10005559-1729263600-1729270800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა სტუდენტებთან დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიების შესახებ
DESCRIPTION:18 ოქტომბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდებიან სტუდენტებს და  გააცნობენ ინფორმაციას დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიებისა (ეკოლოგია\, გეოლოგია\, ჰიდროლოგია და სხვ.) და დასაქმების შესახებ. \nშეხვედრას დაესწრება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი\, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი\, უფროსის მოადგილე მაია ბერაძე და გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსი ვიკა მეტრეველი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 18 ოქტომბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-studentebthan-dephitsituri-garemosdatsvithi-prophesiebis-shesakheb/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/garemosdatsva_web-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR