6-8 ოქტომბერს, ქუთაისში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის მონაწილეობით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (სსსა / GAMS) გამართავს IX საერთაშორისო კონფერენციას „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“. კონფერენცია აკრედიტირებულია ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის […]
7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გამომცემლობა „სიესტა“ გიწვევთ ამერიკელი ავტორის, ნიკ შეფის წიგნის – „დაბოლება“ – ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. პრეზენტაციას უმასპინძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტი. წიგნი ავტობიოგრაფიულია. ავტორი 11 წლის იყო, როცა პირველად დათვრა, შემდგომ წლებში ამას მოჰყვა არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება, რის გამოც ახალგაზრდას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები შეექმნა […]
7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა, ბიძგი მისცეს ქართული ლიტერატურის, როგორც კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიის, შესწავლას მეხსიერების კვლევების უახლეს მიდგომათა გამოყენებით. კრებულზე დაყრდნობით ქართულენოვანი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ კოლექტიური მეხსიერების სხვადასხვა მედიაზე დაკვირვებას დასავლურ სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრებული თეორიულ-მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, ქართული იდენტობისა […]
8 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლიანა კუპრეიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ძველი თბილისის დარაბებს მიღმა (პროსტიტუციის ისტორია წინარევოლუციურ თბილისში 1876-1917წწ.)“ სამეცნიერო ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თანახელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დრო: 8 ოქტომბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. […]
8 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ჯეჯანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტის ტრანსლაციური ნეირომეცნიერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ვლადიმირ პარპურა წაიკითხავს საჯარო ლექციას „ასტროციტების მიერ გლუტამატის რეგულირებადი გამოყოფა ჯანმრთელობისა და დაავადებების დროს“. მომხსენებელი ლექციაზე მოიყვანს მონაცემებს ტვინის გლიური უჯრედების ერთ-ერთი სუბტიპის, ასტროციტების, მიერ გამოყოფილი ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის შესახებ, ისაუბრებს, როგორ რეგულირდება გამოყოფა. განიხილავს […]
8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ქეის ვესტერნ რესერვ უნივერსიტეტისა (Case Western Reserve University) და კლივლენდის სამედიცინო ცენტრის (Cleveland Medical Center) ემერიტუს პროფესორი მაიკლ ლედერმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პანდემიური ინფექციის პათოგენეზის დისექცია“. მომხსენებელი განიხილავს იმ მექანიზმებს, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ იჭრება ადამიანის ორგანიზმში პათოგენი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მაგალითზე, ასევე იმუნური სისტემის იმ თავისებურებებს, […]
9-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ავანგარდის მომენტების გახსენება, ავანგარდის სცენების შეკავშირება“. ისტორიული ავანგარდი მოიცავს მივიწყებულ მომენტებსა და სცენებს, რომელთა ხელახალი აღმოჩენა, ევროპული ავანგარდის ცენტრალურ თუ პერიფერიულ სცენებთან შეკავშირება ჯერაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ნაციონალურ კულტურაში არ გამოვლინდებოდა ავანგარდული მომენტები, რომ არა ძლიერი სურვილი ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტაციის ფართო ევროპულ ქსელთან შეკავშირებისა. […]
10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან. შეხვედრაზე დიდიე ტღებიუკი ისაუბრებს საქართველოში გაეროს საქმიანობის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და მათ მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევების, ასევე მიმდინარე წლის სექტემბერში გამართული მომავლის სამიტის შესახებ. მომხსენებელი მიმოიხილავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ჩამოყალიბებულ მდგრადი განვითარების 17 მიზანს, […]
10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის მორიგი თარგმანების პრეზენტაცია. ჯონ პივიჰაუსისა და ჯოშუა გოლდსტაინის წიგნი „საერთაშორისო ურთიერთობები“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკავშირის პროექტის PESTUGE მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორები – დავით აფრასიძე და გიორგი გვალია, მთარგმნელები – ანა მიქაუტაძე, ნინო ტიკარაძე […]
11 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოსა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებსა და თანამშრომლებთან. სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კიბერსაფრთხეებისა და მათგან დაცვის მეთოდებზე ინფორმაციის გასაცნობად და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე მართავს ინტერაქტიულ ღონისძიებებს. შეხვედრა […]