6-8 ოქტომბერს, ქუთაისში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის მონაწილეობით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (სსსა / GAMS) გამართავს IX საერთაშორისო კონფერენციას „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“. კონფერენცია აკრედიტირებულია ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის […]
30 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი Culture Fest 2024. ფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ ბანგლადეშის, ეგვიპტის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, პალესტინის, პარაგვაის, საქართველოს, სირიის, სუდანისა და ტუნისის ტრადიციულ ტანისამოსს, ეროვნულ ცეკვებს, სიმღერებსა და კერძებს. სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრება სამაგიდო თამაშებში, ხნით მოხატვის კლასები და ა.შ. თარიღი: 30 სექტემბერი დრო: 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]
2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური სამოსი, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება". მას გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა. ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას იაპონურის სამოსის, კალიგრაფიისა და ორიგამის […]
2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია. ნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (#FR -21-670). წიგნის ავტორები არიან გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრები – ეთერ ღვინიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), მურმან ქუთელია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნარიმანიშვილი. მასში წარმოდგენილია პროფესორ ცისია კახიანის საარქივო მასალის […]
3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი ლევან ტიელიძე წაიკითხავს ორნაწილიან საჯარო ლექციას. მომხსენებელი ისაუბრებს 2023-2024 წლების ანტარქტიდულ ექსპედიციაზე, რომლის დროსაც უშუალოდ მისი მონაწილეობით კომპლექსურად იქნა შესწავლილი აღმოსავლეთ ანტარქტიდის დენმენის მყინვარი. მეორე ნაწილში განიხილავს კავკასიონის მყინვარების დღევანდელ მდგომარეობასა და ძველი გამყინვარება-კლიმატის რეკონსტრუქციის მცდელობებს. მომხსენებლის შესახებ ლევან […]
3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის სემინარი „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროკავშირამდე – ტექნიკური და პოლიტიკური ასპექტები და საქართველოს შესაძლო როლი და ინტერესები“. სემინარს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი, რომელიც სამსჯელოდ გამოიტანს ახალი ანალიზის შედეგებს, განიხილავს ინსტიტუტის მიმდინარე პროექტებსა და ინიციატივებს საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომლებიც […]
27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ცოცხალი ლაბორატორია „მწვანე სამეზობლო“ მასპინძლობს საერთაშორისო სტუდენტურ ვორკშოპს, რომლის საბოლოო შედეგის პრეზენტაცია გაიმართება 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზ. N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში. ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტები მუშაობენ ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-6 კვარტალში N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცის […]