23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარმოგიდგენთ ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციის დღემდე უცნობ ფოტოგამოფენას, რომლის კურატორია ცნობილი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. მინის ნეგატივები, რომლებიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა, მე-20 საუკუნის დასაწყისის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის, რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს 70 წლის არსებობის განმავლობაში ტოტალიტარული […]
24 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გერმანიის კონსტანცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (HTWG Konstanz) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმის პოტენციალი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების ფონზე“. კონფერენციის მიზანია მეცნიერთა, მკვლევრების, პრაქტიკოსებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა შეკრება კვლევის შედეგებისა და შეხედულებათა გასაზიარებლად. აბსტრაქტების მიღება და კონფერენციაზე რეგისტრაცია კონფერენციაზე მოხსენების წარდგენის მსურველებს […]
27 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია „თბილისი-სოხუმი-მოსკოვი: საბჭოთა სამკუთხედი“. შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ნესტორ ლაკობასა და მის შემდგომი აფხაზი ლიდერების მიერ „ორი ცენტრის“ გამოყენება მიზნების მისაღწევად, განხვავებული რეაქცია თბილისსა და სოხუმში 1956 და 1978 წლების მოვლენებზე და რა გავლენა მოახდინა ამან დამოუკიდებლობისშემდგომ […]
28 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის ''InTech4MED – ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში'' ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „მედიცინა და ინოვაცია“. მისი მიზანია მედიცინის, ბიომედიცინის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო სფეროების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების მიერ კვლევითი პროექტებისა და მათი შედეგების პრეზენტაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ინტერაქტიული საგანმანათლებლო და პრაქტიკული […]
28 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024. სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. ილიაუნის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები ილიაუნის ეზოში საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ. პიკნიკზე დააკვირდებით საინტერესო აქტივობებს, რომლებიც ხსნიან ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და […]
ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების ცერემონია 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება. ღონისძიებას გახსნიან და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთევან დარახველიძე. ტრადიციულად პირველკურსელთა მიღების ცერემონიაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიანი ეროვნულ გამოცდების წარმატებულ და ილიაუნის სასტიპენდიო პროგრამებში გამარჯვებულ […]