20 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდის ორგანიზებითა და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება შეხვედრა „შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები“ მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში. შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო […]
20 სექტემბერს, 15:00 საათზე (პარიზის დროით), ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში (15, rue La Pérouse) გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის ''La Géorgie à la croisée des cultures'' („საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“) პრეზენტაცია. წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართული იმავე დასახელების […]