10-13 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“. კონფერენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. გვიანანტიკურობის ეპოქის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ადრეული მოდერნულობის საქართველოს კათოლიკური მისიები თავიანთ ლიტურგიკულ პრაქტიკაში ეყრდნობოდნენ ერთსა და იმავე ტექსტურ კორპუსს — ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებს, რომელთა პირველი ნიმუშები V საუკუნის ხელნაწერებით არის […]
12-13 სექტემბერს, 9:00 საათზე, მაქს ვებერის ფონდისა და სტამბოლის ორიენტინსტიტუტის ორგანიზებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სემინარი „თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“. სემინარი ეძღვნება იმპერიულ სივრცეებში უმცირესობად ჩამოყალიბებული ურბანული თემების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ისტორიასა და მემკვიდრეობას. […]
13 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E325 აუდიტორიაში მათემატიკოსი, ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ევსეი კოსმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „სტრუქტურული ცვალებადობა: ნაირგვარი ბიოლოგიური სისტემების კვლევის უნივერსალური ლოგიკური მეთოდი“. პროფ. ევსეი კოსმანი ეხმარება ბიოლოგებს მონაცემების ანალიზში, წაიკითხავს ლექციას მეთოდოლოგიის შესახებ, რომელსაც იყენებს. წლების განმავლობაში კოსმანი იკვლევს რთულ ბიოლოგიურ სისტემებს, როგორებიცაა: სქესობრივი და უსქესო გამრავლება, პლოიდურობის გავლენა […]