27-28 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: სოციალურ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე, კონფერენცია – 15:00 საათზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე, კონფერენცია – 15:00 საათზე. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
26 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი და ადიქციის კვლევების ინსტიტუტი გამართავს ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიურ კონფერენციას „ტრავმა და საზოგადოება“. კონფერენცია ეწყობა საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებასთან, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრსა და ფონდთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით. კონფერენციის წლევანდელი თემაა „ტრავმა და საზოგადოება: ეთიკა, პრაქტიკა, კვლევა“. დღის წესრიგი სამუშაო […]
26 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ვლადიმირ ბენკო სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისათვის წაიკითხავს ლექციას „შედარებითი ვებკორპუსები უცხო ენების სწავლებისა და შედარებითი კვლევებისათვის“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 26 ივნისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 დასწრება თავისუფალია.
27 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მოწვევით სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მარია ტრიფონოვა წაიკითხავს ლექციას „გარემოს გათვალისწინება ეკონომიკურ ანალიზში: ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის გაკვეთილები”. მომხსენებელი ისაუბრებს ნახშირბადის ფასების მექანიზმის სირთულეებსა და ამ კუთხით ევროკავშირის გამოცდილებასა და გაკვეთილებზე, განიხილავს ნახშირბადის ფასის დადგენის ფუნდამენტურ საკითხებს, […]
27 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან Erasmus-სა და სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. მომხსენებლები: თამარ თათეშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი. 2023, პოლონეთი – WSB University, Erasmus-ის პროგრამა 2024, ქლივლენდი, მისისიპი – Delta State University, Ugrad-ის პროგრამა ანა ქათამაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მესამე […]
28 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მიხაილ ზილმბერმინტი წაიკითხავს საჯარო ლექციებს: ენდოკრინული ჰოსპიტალისტი: დიაბეტის მოვლის ხარისხის გაუმჯობესება; ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დიაბეტის მართვა (გასაკვირად მარტივად). სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 28 ივნისი, 16:00-18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება […]
28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორები ზურაბ რატიანი და ელინა ბაქრაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. 17:00 საათზე პროფესორი ზურაბ რატიანი – ლექციას „კვანტური კომპიუტერების ფიზიკური მოდელები“. განიხილავს კვანტური კომპიუტერის კომპონენტების ერთ-ერთი შესაძლო ფიზიკურ- რეალიზაციას. 17:40 საათზე პროფესორი ელინა ბაქრაძე წაიკითხავს ლექციას „წყლისა და ატმოსფერული […]