17 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული მკვლევრები შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. ღონისძიების მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო. TDI-ის პროექტის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა“ მიზანია მულტიდისციპლინური, აკადემიური ცოდნის შექმნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ და მისი პოპულარიზაცია. მომხსენებლები: […]
20 ივნისს, 20:00 საათზე, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინერების ციკლის მეხუთე შეხვედრა თემაზე „გარე განათლება“. ისაუბრებენ: ნატალია ჩილაჩავა, ბათუმის მე-8 საბავშვო ბაღის მეთოდისტი; თამთა კუხალეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი. შეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე.
21 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ასისტენტ-პროფესორი მარიამ მიქელაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „დრეკადობის თეორიის კვაზისტატიკის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის მქონე ნანომასალებისთვის“. XXI საუკუნეში ნანოსტრუქტურის ფოროვანი მასალების მექანიკური თვისებების პროგნოზირება უწყვეტ გარემოთა მექანიკის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. ბუნებრივ და ხელოვნურ ნანოფოროვან მასალებს მრავალფოროვანი ნანომასშტაბიანი სტრუქტურის გამო უნიკალური მექანიკური, […]