22 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნატო სულთანიშვილი წაიკითხავს ლექციას „საქართველოს დაცული ტერიტორიები“. ნატო სულთანიშვილი ბიოლოგია, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. აქვს გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება როგორც სამეცნიერო, ასევე სამინისტროს სტრუქტურაში. 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. ნატო სულთანიშვილი […]
24 აპრილს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პოლონელი კომპოზიტორის, ეთნომუსიკოლოგისა და შემსრულებლის, რაფაელ როგინსკის კონცერტი. კონცერტზე შესრულდება საიათნოვას მოტივებით შთაგონებული პიესები, ასევე სხვა სოლო ნაწარმოებები გიტარაზე. დრო: 24 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი, A კორპუსი (ეზო), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.
26 აპრილს, 12:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გამართავს ღონისძიებას "Aprile-il mese dell’amore’’ („აპრილი - სიყვარულის თვე“). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები, რომლებიც წაიკითხავენ ცნობილი იტალიელი პოეტების (ჯაკომო ლეოპარდის, დანტე ალიგიერის) ლექსებსა და პოემების ნაწყვეტებს სიყვარულზე, იტალიური პოეზიის ნაწილის პარალელურად – ქართველ პოეტთა ციტატებს სიყვარულზე (ასევე ცნობილ […]
26 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ილიაუნის ლექტორის, დალილა ცატავას ხელმძღვანელობით გაიმართება ლექცია/დისკუსია თემაზე „ქართული სარესტორნო ბიზნესი“. სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ ქართული სარესტორნო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები: დალილა ცატავა, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი; გურამ ბაღდოშვილი - რესტორატორი და ბრენდშეფი, ტელესახე რესტორნისა „ჩვენი“, „ოვალი“, „ტაი ტაი“; ლევან […]
26 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და წამყვანი საერთაშორისო კორპორაციის Clarivate Analytics თანამშრომლობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა Clarivate Day Georgia. შეხვედრაზე განხილული იქნება სამეცნიერო ბაზების (Web Of Science; Journal Citation Report) ეფექტური გამოყენების საკითხი, პუბლიკაციის მომზადებისა და გამოქვეყნების დეტალები. სემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია […]
26 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში წაიკითხავს ლექციას „თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში, მსოფლიო გამოცდილება, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“. მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს პასუხები კითხვებზე: რა არის და როგორ მუშაობს თბური ტუმბოები? რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათი გამოყენებით მოქალაქეებმა, ქვეყანამ და ჩვენმა […]
26 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის ასისტენტ-პროფესორი თორნიკე შავიშვილი წაიკითხავს ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის მორიგ ლექციას „ნულზე გაყოფა უსასრულობის პირისპირ“. თანამედროვე მათემატიკური ინსტრუმენტები ვერ ერგება ნულზე გაყოფის მომენტს: ვერ შეუსაბამებს მას შედეგს. სპეციალისტებმა ახლებური კუთხიდან შეხედეს 0-ზე გაყოფას, ზოგადად, გაყოფას, უმარტივესი ლოგიკის საშუალებით და შეუფარდეს მას კონკრეტული შედეგი. […]
27 აპრილს, 18:00 საათზე, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის The Caucasus Through Time Network-ის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას ''Iviron and its Artistic Legacy''. მომხსენებელი შეეხება ივირონის ათონის ქართველთა მონასტერსა და მის ხელოვნებას. ივირონის რელიგიური და პოლიტიკურ-კულტურული განზომილება, რომელიც სცილდება საკუთრივ ათონის მთას, გაცხადებულია სამონასტრო ხელოვნებითა და რელიკვიებით. საუკუნეთა განმავლობაში ათონსა და […]
28 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის წარმომადგენლები ილიაუნის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის პროფესიული განვითარების მიმართულების წევრი-მომხსენებლები დაესწრებიან, დაესწრება ასევე ამავე აპარატის ვიცე-პრეზიდენტი ნაია სისაური. ისინი სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას ევროპის 43 ქვეყნის წამყვან იურიდიულ ფირმებსა […]