20-21 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართება საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“. დედამიწის დღე (https://www.earthday.org/earth-day-2024/), რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, ეძღვნება ცნობადობის ამაღლებას დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ. ფორუმზე საქართველოს წამყვანი სპეციალისტები განიხილავენ კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებს, მათ გავლენას ადამიანსა და გარემოზე, იმსჯელებენ ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა […]
16 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T101 აუდიტორიაში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართავს საჯარო დისკუსიას „რას ფიქრობენ ქართველი ახალგაზრდები თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესებზე“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საგანს „ლექსიკოგრაფიის შესავალი“, ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. […]
16 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, იასონ ბადრიძის სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას ეძღვნება. მისი ნაშრომები ეყრდნობა იმ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მეცნიერმა ველურ გარემოში მგლების ოჯახებზე დაკვირვებისას შეიძინა. იასონ ბადრიძეს ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან […]
24 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პაპილომა ვირუსისა და მისი პრევენციის შესახებ. უნივერსიტეტში, სპეციალურად მოწყობილ მობილურ ჯიხურებში, კი პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იქნება ვაქცინაცია. ვაქცინაცია უფასოა, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის კამპანია მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი და ყველა დაინტერესებული […]
18 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინარების ციკლის მეორე შეხვედრა „ღია მასალები". ისაუბრებენ: ლუიზა ბერიძე, ბათუმის N34 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ხატია კონცელიძე, ბათუმის N35 საბავშვო ბაღის პეც. პედაგოგი შეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე.
19 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ინტერაქციული ვორკშოპი „შეხვდით ავსტრიელებს, შეხვდით ქართველებს: ბიზნესი, კულტურა და მდგრადობა – რა თემაზე ვსაუბრობთ?“. ვორკშოპის შესახებ რა გვამოძრავებს დღეს ჩვენ ავსტრიასა და საქართველოში? რა გავლენას ახდენს საერთაშორისო გარემო ბიზნესზე? რა გავლენას ახდენს კულტურული განსხვავება ბიზნესზე? რა უნდა გავითვალისწინოთ კორპორაციულ კონტექსტში ინტერკულტურულ ურთიერთობებში ჩართვისას? როგორია ავსტრიული […]
21 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლისა და კომპანია „ენკომის“ ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან თემაზე „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება”. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტს. შეხვედრის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 აპრილის 22:00 საათამდე. დასწრებას შეძლებენ მხოლოდ შერჩეული პირები. მათ დაუკავშირდებიან სააპლიკაციო ეტაპის წარმატებით […]