3-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართება ონლაინშეხვედრების სერია კვლევის კეთილსინდისიერების შესახებ. ტრენინგი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა. განრიგი და განსახილველი საკითხები: 3 აპრილი, […]
1-ელ აპრილს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF), The WHY Foundation-ის (TWF) მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გამართავს დოკუმენტური ფილმის „ჯაშუში“ ჩვენებასა და დისკუსიას. დისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი გიგა ზედანია, შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი. ბოსე ლინდქვისტის დოკუმენტური ფილმი „ჯაშუში” (Undercover in […]
1-ელ აპრილს, 17:00 საათზე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს მოხსენებას „ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში". ათონის მთის ერთ-ერთი მონასტრისთვის ლევან კახთა მეფის გულუხვ შეწირულობაზე მოწმობს მისი და მისი მემკვიდრის, ალექსანდრეს (შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1601) ფრესკა ფილოთეოსის […]
4 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას „იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“. ლექცია მიეძღვნება იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ პარალელებს, ახსნის როგორც იაპონიის უნიკალურ თავისებურებეს, ისე საერთო ღირებულებებს. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ კვლევაზე დაყრდმობით დამსწრე საზოგადოება უფრო ღრმად შეიცნობს იმ კომპლექსურობისა და ნიუანსების შესახებ, […]
5 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი წარადგენს კვლევას „აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში". კვლევის მოკლე მიმოხილვა კვლევის მიზანია აკადემიური იდენტობებისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის კომპლექსურობის შესწავლა საქართველოში. ნაშრომში ხაზგასმულია საბჭოთა ეპოქიდან პოსტსაბჭოთა დროსა და სივრცეში გადასვლის მრავლობითი, არაწრფივი, კონფლიქტური და პარადოქსული ტრაექტორიები. კვლევის მთავარი […]
5 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, ანის სკოლის დამფუძნებელი ანი ჩერქეზიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მეწარმეობა: SWOT ანალიზი, ანუ რატომ კი და რატომ არა“. შეხვედრის მიზანია სტუდენტებს, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება, დაეხმარონ წინასწარი მონახაზის შექმნასა და ხედვის ჩამოყალიბებაში, თუ როგორ მართონ საქმე უკეთ. ისინი მოისმენენ ახალბედა […]