BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240401T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240401T170000
DTSTAMP:20260422T055443
CREATED:20240331T071157Z
LAST-MODIFIED:20240403T071223Z
UID:10005413-1711987200-1711990800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჯაშუში“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:1-ელ აპრილს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF)\, The WHY Foundation-ის (TWF) მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გამართავს დოკუმენტური ფილმის „ჯაშუში“ ჩვენებასა და დისკუსიას. \nდისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია\, შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი. \nბოსე ლინდქვისტის დოკუმენტური ფილმი  „ჯაშუში” (Undercover in the alt-right) გვიყვება 25 წლის შვედ სტუდენტ\, პატრიკ ჰემერსონზე\, რომელმაც გადაწყვიტა სადისერტაციო თეზისის კვლევის მიზეზით ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრად ჩანერგილიყო. ის ლონდონიდან ვაშინგტონში გაემგზავრა და შეუერთდა ნეონაცისტებს\, რათა ამ გზით უფრო მეტი გაეგო მათ ცხოვრებასა და მიზნებზე. \nჯგუფში შეღწევა მარტივი  პროცესი არ ყოფილა\, ამისთვის პატრიკს თვეები დასჭირდა. ასევე ძალიან რთული იყო  მათი იდეების (მისთვის სრულიად მიუღებელი) მოსმენა და გამეორება. „გინდა იყვირო\, რამე გააკეთო – წახვიდე\, მაგრამ ამას ვერ იზამ. უნდა იჯდე და გაიღიმო\,” – იხსენებს პატრიკი. \nმისი რეალური მიზნების გამჟღავნების შემდეგ პატრიკი მუქარის ადრესატიც გახდა\, მიუხედავად ამისა\, ფიქრობს\, რომ  ახლა კომფორტულია იმ ადამიანების საქმიანობის შორიდან კვლევა\, რომლებთანაც ადრე ახლო კონტაქტი ჰქონდა. \nღონისძიება ეწყობა პროექტის „ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის“  მხარდაჭერით. მას მედიის განვითარების ფონდი (MDF) The WHY Foundation-თან (TWF) პარტნიორობითა და The New Democracy Fund (NDF)-ის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს\, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობას ქვეყნის დემოკრატიულ\, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 1-ელი აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jashushi-dokumenturi-philmis-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/8672405641784cacbf70491a69dfbeda_83047.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240401T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240401T190000
DTSTAMP:20260422T055443
CREATED:20240326T072232Z
LAST-MODIFIED:20240326T072232Z
UID:10005394-1711990800-1711998000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში" - ეკა ჭყოიძის საჯარო მოხსენება
DESCRIPTION:1-ელ აპრილს\, 17:00 საათზე\, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს მოხსენებას „ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში”. \nათონის მთის ერთ-ერთი მონასტრისთვის ლევან კახთა მეფის გულუხვ შეწირულობაზე მოწმობს მისი და მისი მემკვიდრის\, ალექსანდრეს (შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1601) ფრესკა ფილოთეოსის მონასტრის სატრაპეზოში. \nფრესკას ახლავს შესაბამისი წარწერები\, რომლებიც ქართული სამეცნიერო წრეებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. \nმოხსენებაში განხილული იქნება ეს ფრესკა\, მისი წარწერები და მათი მნიშვნელობა\, კახეთის სამეფოს მნიშვნელობა საერთაშორისო კონტექსტში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 1-ელი აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-kakhtha-mephis-1518-20-1574-saqtitoro-tsartserebi-athonis-philotheosis-monastershi-eka-tchqhoidzis-sajaro-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/kakhtha-mephe-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240403T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240405T150000
DTSTAMP:20260422T055443
CREATED:20240327T105638Z
LAST-MODIFIED:20240327T111831Z
UID:10005400-1712156400-1712329200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“ – ონლაინტრენინგი
DESCRIPTION:3-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის\, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართება ონლაინშეხვედრების სერია კვლევის კეთილსინდისიერების შესახებ. \nტრენინგი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების\, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა. \n\nგანრიგი და განსახილველი საკითხები: \n3 აპრილი\, 15:00 საათი – „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება: ევროპული და ინსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩო“ \n\nთეონა დიასამიძე\, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი\n\n4 აპრილი\, 14:00 საათი – „აკადემიური გადაცდომების თავიდან აცილება და მართვა კვლევით სფეროში“ \n\nნინო რჩეულიშვილი\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი\n\n4 აპრილი\, 16:00 საათი – „პუბლიკაციის გამოქვეყნების და საავტორო ეთიკა – პოლიტიკის განსაზღვრა“ \n\nთამარ ბასიშვილი\, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი\n\n5 აპრილი\, 15:00 საათი – „კეთილსინდისიერების პრინციპები კვლევაში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები“ \n\nგიგა ხოსიტაშვილი\, ბიზნესის\, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი\n\nშესაძლებელია როგორც ერთ\, ასევე რამდენიმე შეხვედრაზე დასწრება. \n\nშეხვედრები გაიმართება ონლაინ და აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციაბმულზე https://shorturl.at/tBL69 \nდეტალურ ინსტრუქციას მიიღებთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvlevis-ethika-da-kethilsindisiereba-onlaintreningi/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/ethika_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240404T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240404T150000
DTSTAMP:20260422T055443
CREATED:20240325T101227Z
LAST-MODIFIED:20240325T111822Z
UID:10005393-1712242800-1712242800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“ - იაპონიის ელჩის\, იშიძუკა ჰიდეკის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:4 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას „იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“. \nლექცია მიეძღვნება იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ პარალელებს\, ახსნის როგორც იაპონიის უნიკალურ თავისებურებეს\, ისე საერთო ღირებულებებს. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ კვლევაზე დაყრდმობით დამსწრე საზოგადოება უფრო ღრმად შეიცნობს იმ კომპლექსურობისა და ნიუანსების შესახებ\, რომლებიც ახასიათებს როგორც იაპონურ\, ისევე ქართულ კულტურას. \nმომხსენებელიდეტალურად ისაუბრებს შოთა რუსთაველის ეპოსის მსგავსებაზე იაპონურ კლასიკურ ლექსებთან და შეადარებს იაპონელ ისტორიულ მოღვაწეებს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 აპრილი\, 15:00 – 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponuri-da-qarthuli-kulturis-shedarebithi-kvleva-iaponiis-elchis-ishidzuka-hidekis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:კონფერენციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/web-iaponiis-elchis-leqtsia-.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240405T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240405T190000
DTSTAMP:20260422T055443
CREATED:20240326T084304Z
LAST-MODIFIED:20240328T083958Z
UID:10005396-1712336400-1712343600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში" – ასოცირებული პროფესორის\, ქეთი ცოტნიაშვილის კვლევის წარდგენა
DESCRIPTION:5 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი წარადგენს კვლევას „აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში”. \nკვლევის მოკლე მიმოხილვა \nკვლევის მიზანია აკადემიური იდენტობებისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის კომპლექსურობის შესწავლა საქართველოში. ნაშრომში ხაზგასმულია საბჭოთა ეპოქიდან პოსტსაბჭოთა დროსა და სივრცეში გადასვლის მრავლობითი\, არაწრფივი\, კონფლიქტური და პარადოქსული ტრაექტორიები. კვლევის მთავარი ფოკუსია ქართველ პროფესორთა მოგონებები\, ცხოვრებისეულ-აკადემიური გამოცდილება\, ასევე მათი წარმოდგენა მომავლის შესახებ დეკოლონიური და პოსტსოციალისტური თეორიული პერსპექტივების გათვალისწინებით. კვლევა დაფუძნებულია ნარატიულ-ეთნოგრაფიულ მეთოდოლოგიაზე\, რომელიც მძლავრად წარმოაჩენს ქცევების\, ურთიერთობებისა და დამოკიდებულებათა გაორებას ქართულ აკადემიურ სივრცეში. \nმომხსენებლის შესახებ \nქეთი ცოტნიაშვილმა 2023 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკის მიმართულებით. მიიღო შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES) ევრაზიის ჯგუფის საუკეთესო დისერტაციის ჯილდო (2024). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ თემებს: აკადემიური იდენტობები და აკადემიური პროფესია\, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცვლილება\, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციების დეკოლონიურ და პოსტკოლონიურ თეორიებთან თანაკვეთა\, კოლექტიური მეხსიერების\, ნარატივებისა და ბიოგრაფიების კვლევა. 2024 წლის მარტიდან ქეთი ცოტნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია განათლების პოლიტიკის მიმართულებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akademiuri-identobebis-transphormatsia-da-gaorebis-konphiguratsiebi-qarthul-akademiur-sivrtseshi-asotsirebuli-prophesoris-qethi-tsotniashvilis-kvlevis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/1web-asotsirebuli-prophesoris-qethi-tsotniashvilis-kvlevis-tsardgena.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240405T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240405T190000
DTSTAMP:20260422T055443
CREATED:20240401T080421Z
LAST-MODIFIED:20240401T092944Z
UID:10005411-1712340000-1712343600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მეწარმეობა: SWOT ანალიზი\, ანუ რატომ კი და რატომ არა“ – ანი ჩერქეზიშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:5 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი\, ანის სკოლის დამფუძნებელი ანი ჩერქეზიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მეწარმეობა: SWOT ანალიზი\, ანუ რატომ კი და რატომ არა“. \nშეხვედრის მიზანია სტუდენტებს\, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება\, დაეხმარონ წინასწარი მონახაზის შექმნასა და ხედვის ჩამოყალიბებაში\, თუ როგორ მართონ საქმე უკეთ. ისინი მოისმენენ ახალბედა მეწარმეებისთვის საჭირო რჩევებს\, გაეცნობიან საქმიანობის წამოწყების ძლიერსა და სუსტ მხარეებს\, მთავარ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/metsarmeoba-swot-analizi-anu-ratom-ki-da-ratom-ara-ana-cherqezishvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/NEW-WEB-SIZE-2.png
END:VEVENT
END:VCALENDAR