27 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიის განვითარების ფონდი (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა” ჩვენებისა და დისკუსიების ციკლს – ეს არის ოთხი ამბავი საქართველოდან, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას, თავისუფლებას, თანასწორობას, დემოკრატიას. ღონისძიებას გახსნიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე, […]
27 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო დისკუსია მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ. დანახარჯი მედიკამენტებზე საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი და გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. მოსახლეობის ჯიბიდან ჯანდაცვაზე გადახდილი ყოველი 10 ლარიდან 7 მედიკამენტებზე იხარჯება. ეს დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% კიდევ უფრო ღარიბდება. საქართველოში მედიკამენტებზე განსაკუთრებით დიდი […]
27 მარტს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „გადაუდებელი კიბერდახმარების უზრუნველყოფის მექანიზმები: მიმდინარე და ჩატარებული კვლევების შედეგების განხილვა უკრაინის, მონტენეგროს და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით". მომხსენებლები: ნათია სესკურია, ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანადამფუძნებელი ნატა გოდერძიშვილი, კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტი, ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანადამფუძნებელი ჯოსეფ იარნეცკი, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარია კიბერუსართხოების მიმართულებით. […]
29 მარტს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით ანუკა კონტრიძე გამართავს ვორკშოპს/პრეზენტაციას. ანუკა კონტრიძე 1982 წელს დაიბადა თბილისში. არის აღმოსავლეთმცოდნე, სინოლოგი. ინდურ ტაბლას ეუფლება 21 წლიდან. სწავლობდა ინდოეთში, შრი ლანკაში, გერმანიასა და შვეიცარიაში ტაბლის ოსტატებთან – ს.ვ. რანდუვასთან, შანკარ ლალ ჩატერჯსა და სვაპან ჩაუდჰურთან. თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბენდებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. […]
29 მარტს, პარასკევს, გაიმართება საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩები. ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი მეოთხედფინალურ მატჩს თავდაცვის სამინისტროს გუნდთან „არმია“ გამართავს. წინა ეტაპი ჩვენმა გუნდმა წარმატებით გადალახა (t.ly/F75mb) და ანგარიშით 4-3 დაამარცხა წალენჯიხელები. თავის მხრივ, „არმია“ მერვედფინალში ფუტსალის ლიგის მესამე ლიგის გუნდს „ჯიპა” შეხვდა და ადვილად გადალახა აღნიშნული ბარიერი (6-0). ილიაუნისა და არმიელთა დაპირისპირებას დიდი […]
29 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ადამიანის უფლებათა კინოკლუბი გიწვევთ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებული ფილმის „ერთი პატარძალი, შვიდი ძროხა ან ერთი ყუთი ჰეროინი“ ჩვენებასა და დისკუსიაზე. ფილმი ეხება სუდანში, ვიეტნამსა და ავღანეთში გოგოების იძულებით ქორწინებას. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ფილმის ჩვენებას გამართავს The Why Foundation-თან […]
29 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში EPAM-ის წარმომადგენლები გამართავენ ჯავა პრომო ღონისძიებას ილიაუნის სტუდენტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან, გახდნენ Java-ის ინჟინრები ან სურთ, მეტი გაიგონ ამ სფეროს შესახებ. დარგის ექსპერტები ისაუბრებენ Java-ის განვითარებაში გამოყენებულ უახლეს ტენდენციებზე, ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებითაც ხელმძღვანელობენ სხვადასხვა პროექტსა და კონფიგურაციაში დიდი გამოცდილების მქონე Java-ის ექსპერტები, გააცნობენ როგორც უახლეს ინფორმაციას java-ის […]
31 მარტს, 09:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის ერთობლივი კონფერენცია. ეს არის პირველი კონფერენცია საქართველოში, რომელიც ქცევის ანალიზის სფეროში ტარდება. კონფერენციის მიზანია, ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში არსებული მიღწევების, გამოცდილებებისა და გამოწვევების გაზიარება და ცნობადობის გაზრდა. კონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც ქცევის გამოყენებით ანალიზის […]