27 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიცინის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის კვალიფიციური მედიკოსის მომზადებას, რომელიც კონკურენტული იქნება საერთაშორისო დონეზე და შეძლებს ეფექტურ მუშაობას ჯანდაცვის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. ინგლისურენოვანი სასწავლო მასალით სტუდენტები და ლექტორები მაქსიმალურად […]
27 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში დაწყებით საფეხურზე სწავლებით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა, თანამედროვე განათლების სპეციალისტების მომზადების ლიდერი, გთავაზობთ მასწავლებლის მომზადების პროგრამას, რომელიც შეესაბამება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს. მისი მიზანია ფართო ერუდიციის, მაღალი ღირებულებებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების მქონე მასწავლებლის მომზადება. შეხვედრაზე გაეცნობით მასწავლებლის მომზადების […]
რა მნიშვნელობა აქვს რკინას ჩვენი სიცოცხლისთვის? საჯარო ლექცია „მომკლავს მე უშენობა...“ (ანუ რკინის საოცარი თავგადასავალი ქიმიურ სამყაროში) უპასუხებს რკინის სასიცოცხლო მნიშვნელობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. პროფესორი ქეთევან კუპატაძე განიხილავს რკინის, აუცილებელი ქიმიური ელემენტის, მნიშვნელობას ალქიმიკოსების, ქიმიკოსებისა და მხატვრების საქმიანობაში. ღონისძიება ითვალისწინებს პრაქტიკულ ნაწილსაც – ჩატარდება ქიმიური ექსპერიმენტები, რომლებიც დამსწრეთ ქიმიურ პროცესებზე დაკვირვებისა და კითხვები დასმის საშუალებას მისცემს, რათა […]
29 თებერვალს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ღია კარის დღე. უფროსკლასელებსა და აბიტურიენტებს, ვისაც გაინტერესებთ: ქართული ფილოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა თავისუფალი მეცნიერებები არქეოლოგია, ისტორია ანგლისტიკა, გამოყენებითი გერმანისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, რუსისტიკა საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება ფსიქოლოგია/სოციოლოგია/ფილოსოფია ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, მუსიკა გრაფიკის ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება საინფორმაციო შეხვედრაზე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები […]
29 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA თბილისი) ილიაუნის სამართლის სკოლის მხარდაჭერით გამართავს საჯარო ლექციასა და დისკუსიას „თვითმფრინავის ბიჭების საქმიდან დღემდე“. ლექციას წაიკითხავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თორნიკე გოგისვანიძე და მწერალი, იურისტი ირაკლი არიშვილი. ღონისძიებაზე აჩვენებენ ფილმის „თვითმფრინავის ბიჭები“ ფრაგმენტს, რომელსაც განიხილავენ როგორც ლიტერატურული, ისე სამართლებრივი […]
1-ელ მარტს, 16:00-დან 19:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში გაიმართება უნიმარკეტი ლუკას გადასარჩენად. უნიმარკეტზე დაგეგმილია აუქციონი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ცნობილ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები. გრძელდება რეგისტრაცია უნიმარკეტში მონაწილეობის მისაღებად. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ლუკას გადასარჩენად, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული: https://rb.gy/67bfl1 უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია: საქველმოქმედო ყუთში მოათავსოს შემოწირულობა; შეიძინოს კომპანიების, ხელოვანთა, სტარტაპერების, ილიაუნის სტუდენტებისა და ლექტორების მიერ […]
პირველ მარტს, 17:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება აუქციონი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად. აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანთა ნამუშევრები, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ლუკას დასახმარებლად. გრძელდება რეგისტრაცია აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ლუკას დასახმარებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული:https://rb.gy/67bfl1 აუქციონი ეწყობა ლუკას გადასარჩენად დაგეგმილი უნიმარკეტის ფარგლებში. ამასთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომპანიების, ხელოვანთა, სტარტაპერების, […]
2 მარტს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. შეხვედრაზე გაეცნობით სკოლის პროგრამებს: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები) ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა) - სწავლების ენა: ინგლისური თუ გსურთ გახდეთ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი და შეძლოთ კორპორაციულ, აკადემიურ, საჯარო […]
2 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პროგრამული საგნები მოიცავს ისეთ მასალას, რომელიც დაფუძნებულია: სამართლის შესავალ ნაწილზე საჯარო სამართალზე კერძო სამართალზე სისხლის სამართალზე საერთაშორისო სამართალზე საინფორმაციო შეხვედრაზე სამართლის სკოლის პროფესორები და სტუდენტები დამსწრეთ გააცნობენ ამომწურავ […]
2 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები და სტუდენტები გაგაცნობენ ამომწურავ ინფორმაციას სკოლის შესაძლებლობებისა და სწავლის შესახებ. შეხვედრაზე ასევე გაეცნობით ტექნოლოგიის სკოლის პროგრამებს, ესენია: მათემატიკა არქიტექტურა კომპიუტერული ინჟინერია სამოქალაქო ინჟინერია (ქართული/ინგლისური) კომპიუტერული მეცნიერებები (ინგლისური) ელექტრული ინჟინერია (ინგლისური) სკოლაში […]