4 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. მეცნიერი ველური ბუნების დაცვის დღის აღსანიშნავად წაიკითხავს საჯარო ლექციას „მგლის აზროვნების ფორმირება“. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი იასონ ბადრიძე დაიბადა 1944 წლის 26 იანვარს თბილისში. სამეცნიერო საქმიანობის დიდი ნაწილი მან მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას […]
4- 5 მარტს გაიმართება საქართველოს ფუტსალის თასის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპები. 16 თებერვლის კენჭისყრის შედეგად (t.ly/mGBpV) ილიაუნის ფუტსალის კლუბი წალენჯიხას დაუპირისპირდება. ტურნირი ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან 2021 წელს სწორედ ეს თასი აღმართა ჩვენმა გუნდმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამარჯვება მოუტანა ოფიციალური შეჯიბრებიდან (ფუტსალის ლიგა და ფუტსალის თასი, რომლებიც ტარდება უეფას ეგიდით, წარმოადგენს პროფესიულ ჩემპიონატს), […]
6 მარტს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება ენისა და მეტყველების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპევტების თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან“. მოხსენებებს წაიკითხავენ ენისა და მეტყველების თერაპევტები, ფსიქოლოგები, ადრეული განვითარების სპეციალისტი, ოკუპაციური, სენსორული, ქცევითი თერაპევტები, დამსწრეთ გააცნობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისა […]
6 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში გაიმართება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრების, თამარ დემეტრაშვილისა და თამარ ლეკვეიშვილის მონოგრაფიის „ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით“ პრეზენტაცია. ნაშრომში განხილულია დასავლეთ საქართველოში XVI-XVII საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძრების კედლის მხატვრობის (ფრესკების) ის ნიმუშები, რომლებზე გამოსახულ ქტიტორთა, მეფეთა, დიდგვაროვანთა და მათი ოჯახების ჩაცმულობაში ასახულია […]