27 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საქართველოს დიდ ქალაქებში გაიმართება ღია კარის დღე და საინფორმაციო შეხვედრები. სამოქალაქო ინჟინერიის განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები, კურსდამთავრებულები და […]
27 მარტს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია. ღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: დავით აფრასიძე, გია ნოდია, გიორგი სანიკიძე ჟან მონესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია. ღონისძიების მოდერატორია პროფესორი დავით აფრასიძე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. წიგნის შესახებ წიგნის „საქართველოს […]
27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ნარატივ დიზაინის კვირეულს უმასპინძლებს. კვირეული ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, უნილაბისა და ანიმა ჩეტბოტიქსის მხარდაჭერით. კვირეულზე „უნილაბში“ 4 ღია ლექცია/ვორკშოპი გაიმართება, რომლებსაც გამოცდილი ნარატივდიზაინერები წარუძღვებიან. კვირეულის მიზანია ნარატივდიზაინის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისი საუკეთესო მხარეებისა და პერსპექტივების ჩვენება, სხვა პროფესიების ჭრილში განხილვა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, დარგის […]
1 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის მხარდაჭერითა და ტექნოლოგიური კომპანია EPAM Georgia-ს პარტნიორობით გაიმართება FrontSpot საქართველოს მესამე შეხვედრა. შეხვედრას გამართავენ ანდრეი საველევი, Lead Software Engineer - Boost your DX with NX. მომხსენებელი განიხილავს NX-ის შესაძლებლობას, როგორ შეიქმნა რთული აპლიკაცია, რომელსაც 6 თვე დასჭირდა დასაწყისიდან სამუშაო ვერსიამდე, შეეხება […]