2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა, გაიხსნა ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც. კონკურსი, რომელიც განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით წელს მეშვიდედ ტარდება, მიზნად ისახავს წარმატებულ მასწავლებელთა გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამგვარად პროფესიის პრესტიჟის ზრდას. ღონისძიების ორგანიზატორებმა ისაუბრეს კონკურსის პირობების, კამპანიის ეტაპების, ჟიურის, მხარდამჭერებისა და ფინალური ღონისძიების შესახებ. შეხვედრაზე გაფორმდა […]
21 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მწერალი და ჟურნალისტი ერიკ ლი გამართავს შეხვედრას მკითხველთან. შეხვედრაზე იგი ისაუბრებს მომავალ წიგნზე სამუშაო სათაურით „1924 წლის აჯანყება: საქართველო და ევროპაში დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“. წიგნის შესახებ ავტორი მოგვითხრობს 1924 წლის აჯანყების მზადების პროცესსა და წინაპირობებზე, მის სასტიკ ჩახშობასა და იმ გამოხმაურებაზე, რომელიც ამ […]
23 მარტს, 11:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი. შეხვედრის თემა: 30-წლიანი დიპლომატიური და ბილატერალური ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის ელჩი ისაუბრებს ქვეყნების მეგობრობის ისტორიაზე, თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ინოვაციები; მიმოიხილავს ისრაელში არსებულ ვითარებას და უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს. ელჩის ვრცელი ბიოგრაფიისთვის მიჰყევით […]