არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსეთის კვლევის ცენტრი“ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 30 ნოემბერს-1 დეკემბერს გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“. კონფერენციის შესახებ კონფერენცია ეძღვნება რუსეთისა და რეგიონის პოლიტიკაში წარსულისა და აწმყოს კავშირების გაგებას და მიზნად ისახავს მოგონებებს, ისტორიულ დისკურსებსა და სოციალურ პრაქტიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დადგენას მოცემულ გეოგრაფიულ ზონაში […]
ილიაუნის იმიტირებული სასამართლო პროცესების კლუბისა და სამართლის ასოცირებული პროფესორის თინათინ გოლეთიანის ეგიდით წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამართლის თვეს: აღნიშნული პროექტის ფარგლებში დეკემბრის თვეში, ყოველკვირეულად საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. ლექციები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის მოქალქეობის არქონის ფენომენი, ოკუპაცია, არბიტრაჟი და ა.შ. პირველი ლექცია, რომელიც გახსნის საერთაშორისო სამართლის თვეს, ეხება მოქალაქეობის […]
3 დეკემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3cBPGdl დრო: 16:00 – 17:30 ფორმატი: ჰიბრიდული (უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდებზე) შეხვედრაზე დასასწრებად […]