BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211130T120900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211130T120900
DTSTAMP:20260427T012532
CREATED:20211115T080800Z
LAST-MODIFIED:20240201T113418Z
UID:10000469-1638274140-1638274140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“
DESCRIPTION:არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსეთის კვლევის ცენტრი“ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 30 ნოემბერს-1 დეკემბერს გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“. \nკონფერენციის შესახებ \nკონფერენცია ეძღვნება რუსეთისა და რეგიონის პოლიტიკაში წარსულისა და აწმყოს კავშირების გაგებას და მიზნად ისახავს მოგონებებს\, ისტორიულ დისკურსებსა და სოციალურ პრაქტიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დადგენას მოცემულ გეოგრაფიულ ზონაში და ასახავს რეგიონის მომავალს. \nკონფერენციაზე მრავალი სხვადასხვა დისციპლინის მეცნიერი შეაფასებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მრავალფეროვან პოლიტიკურ ტრაექტორიებს და გამოკვეთს ამ სახელმწიფოთა თანამედროვე პოსტსაბჭოთა მახასიათებლებს\, რომლებიც არცთუ ისე შორეული საერთო წარსულიდან გამომდინარეობს. \nკონფერენციის განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/30XJo5I \nკონფერენციის ჩატარების ფორმატი და მონაწილეობა \nკონფერენცია ჩატარდება დისტანციურად პლატფორმა ზუმის გამოყენებით. \nდასწრების მონაცემები \n\n30 ნოემბერი\, 2021 \nგახსნა: 09:00-10:00 \nკონფერენციის გახსნაზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/30tW0Ba \n30 ნოემბერი\, 2021 \nკონფერენციის პირველი და მეორე პანელები: 15:30-19:15 \nკონფერენციის პირველ და მეორე პანელებზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3DhNROz \n\n1 დეკემბერი\, 2021 \nკონფერენციის მესამე\, მეოთხე და მეხუთე პანელები: 13:00-18:55 \nკონფერენციის მესამე\, მეოთხე და მეხუთე პანელებზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3DoZ9AE \n\nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდასწრება თავისუფალია. \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-ra-aris-sabtchotha-postsabtchotha-sivrtseshi/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62856.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211202T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211202T180000
DTSTAMP:20260427T012532
CREATED:20211126T140000Z
LAST-MODIFIED:20240201T113415Z
UID:10000467-1638468000-1638468000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამართლის თვე
DESCRIPTION:ილიაუნის იმიტირებული სასამართლო პროცესების კლუბისა და სამართლის ასოცირებული პროფესორის თინათინ გოლეთიანის ეგიდით წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამართლის თვეს: აღნიშნული პროექტის ფარგლებში დეკემბრის თვეში\, ყოველკვირეულად საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. ლექციები შეეხება ისეთ საკითხებს\, როგორიც არის მოქალქეობის არქონის ფენომენი\, ოკუპაცია\, არბიტრაჟი და ა.შ. \nპირველი ლექცია\, რომელიც გახსნის საერთაშორისო სამართლის თვეს\, ეხება მოქალაქეობის არქონის ფენომენს და მას წაიკითხავს ქალბატონი სალომე ქუსიკაშვილი (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგნელობა საქართველოში; მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში). \nლექცია ჩატარდება 2 დეკემბერს\, 18:00 ილიაუნის A405 აუდიტორიაში. \nქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ლექციაზე დამსწრე სტუდენტთა რაოდენობა არის შეზღუდული. შესაბამიად\, იჩქარეთ\, დარეგისტრირდით\, რათა არ გამოტოვოთ ეს ძალიან საინტერესო ლექცია! აქვე გაცნობებთ\, რომ ლექციაზე დამსწრეებმა უნდა წარმოადგინონ მწვანე პასპორტი. \nლექციაზე დასწრებისთვის რეგისტრაციის ბმული: \nhttps://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScX-I5h4ZWvKX8I1a-K2QpPkYeVuNairaqojBUtykgLjcVLtw/viewform?usp=pp_url \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samarthlis-thve/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211203T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211203T153000
DTSTAMP:20260427T012532
CREATED:20211130T110858Z
LAST-MODIFIED:20240201T113411Z
UID:10000463-1638545400-1638545400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. \nვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3cBPGdl \nდრო: 16:00 – 17:30 \nფორმატი: ჰიბრიდული (უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდებზე) \nშეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ზუმის ბმულს: https://bit.ly/3rozB3f \nგანრიგი \n\n15:45 – რეგისტრაცია \n16:00 – 16:10 – მისალმება \nნინო დობორჯგინიძე\, პროფესორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი \nპეტრა მოჟიჩევა\, ჩეხეთის განვითარების სააგენტო\, საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი \nთამილა ბარკალაია\, საქართველოს დევნილთა\, შრომის\, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე \nიან ბლინკა\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი \n16:10 – 17:00 – 2015 – 2021 წლების მიღწევები და გამოწვევები \nპროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ ანგარიში \nრუსუდან ჩხუბიანიშვილი\, პროექტის მენეჯერი \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს შორის პარტნიორობის მნიშვნელობა \nნინო ცინცაძე\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი \n„აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა\, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ – კვლევის წინასწარი შედეგები \nმაია გაბუნია\, ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარე \nქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA) – საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის ანგარიში \nგვანცა ჩვამანია\, ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში – თინათინ ჭინჭარაული\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, სერტიფიკატების გადაცემა კურსდამთავრებულებისთვის \n17:00 – 17:30 დისკუსია\, სამომავლო გეგმები \n\nპროექტის შესახებ \nჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას\, ასევე\, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას. ჩეხეთის კარიტასმა პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა\, შრომის\, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად\, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით. \nპროექტის შედეგად განხორციელებული მნიშვნელოვანი მიღწევები: \n\nსაქართველოს მასშტაბით ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები მომზადნენ აუტიზმის სპექტრის რისკის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში.\nსაქართველოს ხუთ რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო\, დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული\, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადაეცა და შესაბამისი სპეციალისტები მის გამოყენებაში მომზადნენ.\nABA სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები ბავშვთა შეფასების პროფესიონალური ინსტრუმენტების (ABLLS-R და EFL) გამოყენებაში\, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის.\nდაფინანსდა 15 სპეციალისტი\, რომელმაც ქცევის თერაპიის სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გაიარა.\nABA-ის პარალელურად აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი და SCERTS-ის (სოციალური კომუნიკაცია\, ემოციური რეგულაცია\, ტრანსაქციული მხარდაჭერა) მოდელი დაინერგა\, გადამზადნენ სპეციალისტები.\n საქართველოს სამ საპილოტე საბავშვო ბაღს წარედგინა ინკლუზიური განათლების მოდელი\, გადამზადნენ სპეციალური მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები.\n სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარედგინა აუტიზმის პროგრამის განფასების მოდელი. შესაბამისად\, ზოგიერთმა მათგანმა ამ პროგრამისთვის საჭირო ბიუეჯეტი გამოყო\, ზოგმა კი გაზარდა\, როგორც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების\, ისე თერაპიისთვის საჭირო საათების რაოდენობა.\n2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის გამოვლენის\, დიაგნოსტიკის და მართვის“ ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა.\n2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ დაამტკიცა.\nქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა\, რომელიც\, დამტკიცების შემთხვევაში\, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობის რეგულირებას გამოიწვევს.\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-autizmis-speqtris-mqone-pirebisathvis-servisebis-gapharthoeba-da-gaumjobeseba-saqarthveloshi-shemajamebeli-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/63162.png
END:VEVENT
END:VCALENDAR